FM97.5 / LIVE

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება

მთავარისაზოგადოება 09.12.2014
არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულებითრ გათვალისწინებულ ვადებში ვერ სრულდება, გამგეობამ მშენებელს ვადა გაუხანგრძლივა.

ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ სრულდება

შპს „ჯი–აი–თი“ –მ, რომელიც დაბა ადიგენში საბავშვო ბაღს აშენებს, კლიმატური პირობების გამო მშენებლობა ხეშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ დაასრულა, თუმცა, ამ ფაქტს გაუგებრობები ან ჯარიმა არ მოჰყოლია. ადიგენის გამგეობაში აცხადებენ, რომ მშენებლებს ხელი ყინვებმა შეუშალა, ამიტომ, მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივეს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა 20 დეკემბერს უნდა დაასრულოს: „ძლიერი ყინვების გამო მშენებელმა კომპანიამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ვერ დაასრულა, ამიტომ ვადა გაუხანგრძლივეთ. მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის შენობა გასული წლის 26 დეკემბერს ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 77 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღი, დროებით, ზაზაშვილის N5 – ში, ორსართულიან კერძო სახლის მეორე სართულზე გაიხსნა. ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა შენობის მეპატრონეს ყოველთვიურად 600 ლარს უხდის. მესაკუთრესთან ხელშეკრულება წლის ბოლომდეა დადებული.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დანგრეული საბავშვო ბაღის სანაცვლოდ ახალი ბაღი შენდება
ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
წლის ბოლოს დაბა ადიგენს ახალი საბავშვო ბაღი ექნება
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღი კერძო სახლში გაიხსნება