FM97.5 / LIVE

სახურავის საქმეზე დამდგარ შედეგში ოლეგ სანდროშვილს ადანაშაულებენ

მთავარისამართალი 05.12.2014
ვისი დავალებით მოეწერა ხელი ხარვეზებით დასრულებულ პროექტს ახალციხის თვითმმართველობაში, რის გამოც სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სახურავის საქმეზე დამდგარ შედეგში ოლეგ სანდროშვილს ადანაშაულებენ

დღეს, 5 დეკემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმეზე სამი მოწმე დაკითხეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსის თენგიზ ზედგინიძის განცხადებით, ასპინძის ქუჩაზე N28 კორპუსის სახურავი რომ ხარვეზებით გადაიხურა, იგი ამის შესახებ, ამავე სამსახურის სპეციალისტებისგან ინფორმირებული იყო.

მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამსახურის ოთხივე სპეციალისტს სამსახურეობრივად ევალებოდა, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები შეემოწმებინა. ასპინძის N28 კორპუსის სახურავზე სამუშაოების დასრულების შემდეგ სამსახურის ოთხივე სპეციალისტმა იგი სიტყივერად საქმის კურსში ჩააყენა და უთხრა, რომ აქ ყველაფერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით გაკეთებული არ იყო. მაგალიითად არ აშენებულა პერიპეტის კედელი და აგურის ნაცვლად ბლოკი იყო გამოყენებული.

„პროექტს ჰქონდა სხვა მცირე ხარვეზებიც. მაგრამ რეზო მერაბიშვილმა და ბესარიონ მიქელაძემ დელიკატურად მითხრეს, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი უნდა მოგვეწერა. ეს იყო საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის დავალება“, - განაცხადა სასამართლო დარბაზში ზედგინიძემ.

მისივე განცხადებით, თუ იგი ზემოდან წამოსულ დავალებას არ შეასრულებდა, მაშინ სამახურიდან გაათავისუფლებდნენ: „მე და სანდროშვილი დაპირისპირებული ვიყავით ერთმანეთთან. ხელს თუ არ მოვაწერდი, გამომიშვებდნენ და ამ პროექტს მაინც ჩაიბარებდნენ“.

ბრალდებულების ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის კითხვაზე, გადაამოწმა თუ არა მან რევაზ მერაბიშვილის მიერ გადაცემული დანაბარები სანდროშვილისგან, რომ პროექტზე მიღება-ჩაბარების აქტი აუცილებლად უნდა გაფორმებულიყო, უპასუხა, რომ არა: „ხმას არ ვცემდი სანდროშვილს. ყველამ იცის ის როგორი ერთპიროვნული მმართველი იყო“.

ასევე, ადვოკატის კითხვაზე, მას შემდეგ რაც სპეციალისტებმა იგი ხარვეზებით შესრულებული სამუშაოს შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს, თუ გადაამოწმა ეს და დაათვალიერა ობიექტი, უპასუხა, რომ არა: „მაჩვენეს ფოტოები. ჩემი ინტერესი არ იყო იმის შემოწმება“.
„სამსახურეობრივი ვალდებულება ხომ იყო?“ - ჰკითხა ადვოკატმა.

„ყველაფერს სპეციალსიტებზე დაყრდნობით ვაკეთებდი, მითხრეს, რომ გადახურული იყო და წყალი არ ჩადიოდა. არავის არაფერს ვაბრალებ, ვამბობ ფაქტს, რაც იყო“, - უპასუხა ზედგინიძემ.

თუმცა, ვიდრე იგი ჩვენების მიცემას დაასრულებდა, მისთვის კითხვის დასმის უფლებით, ბრალდებულმა რევაზ მერაბიშვილმაც ისარგებლა: „მე მოვედი თქვენთან და გითხარით რომ პროექტი უნდა ჩაიბარო ასე, სანდროშვილმა თქვა-თქო?“.

„დიახ, ეს ინიციატივა შენგან და ბეკოსგან წამოვიდა“, - უთხრა ზედგინიძემ.

„ტყუილია, ასეთი რამ არ ყოფილა. არ მოვსულვარ და არ მითქვამს, ოლეგიმ ასეთი რამ დამავალა მეთქი“, - განაცხადა რევაზ მერაბიშვილმა და დაამატა - „ასევე, ტყუილია, თითქოს სამუშაოს დასრულებისას გითხარი, რომ პერიპეტის კედელი არ შენდებოდა. ეს თავიდანვე იყო ცნობილი და ბოლოს არ ვიტყოდი“.

ზედგინიძე მხარეების შეკითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა, თითო საათი დაეთმო ასევე მოწმის სახით დაკითხულ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ყოფილ უფროსს ავთანდილ თელიაშვილსა და შესყიდვების განყოფილების უფროსს მანანა ბალიაშვილსაც.

დასაკითხ მოწმეთა სიაშია საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიც. რას უპასუხებს იგი სასამართლო დარბაზში ზედგინიძის ბრალდებას, მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ჩვენებას მისცემს.

მომავალი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი და მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრებათ. გამგეობის ყოფილ თანამშრომლებთან ერთადაა ბრლადებული მშენებელი ფირმის შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორი გურამ ფარცახაშვილი, თუმცა მისი საქმე მერაბიშვილისა და ქასრაშვილის საქმეს ცალკე გამოეყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ
რას ამბობენ მოწმეები სახურავის საქმეზე
ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
რას ამბობენ მოწმეები ხე-მასალის შესახებ სახურავის საქმეზე