FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა

მთავარისაზოგადოება 04.12.2014
დღეს, 4 დეკემბერს, ახალციხის მერიამ გზამკვლევის – „ახალციხე – სამცხე–ჯავახეთის ცენტრი“ პრეზენტაცია გამართა.

ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა

28–გვერდიან, ფერად, ილუსტრირებულ გზამკვლევში ინფორმაციები ქართულ და ინგლისურ ენებზეა. გზამკვლევში მოცემულია ინფორმაციები ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთში არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ. ნაშრომში ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოებია გამოყენებული.

„გზამკვლევის გამოცემის იდეა კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს, კახა კოპაძეს ეკუთვნის. სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით აღარ არის. დიდი ხანია ჩვენი სამსახური ამ ნაშრომზე მუშაობს. გავითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევებიც“, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინე გოგოლაძე.

გზამკვლევი ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამოიცა. 500 ეგზემპლარის გამოსაცემად 4900 ლარი დაიხარჯა.
პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სომხეთის ელჩი საქართველოში იური ვარდანიანი, რეგიონის სასტუმროების მენეჯერები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის მერიამ სამცხე–ჯავახეთის შესახებ გზამკვლევი გამოსცა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ტურისტული გზამკვლევი, მხოლოდ ქრისტიანული ძეგლებით
გამოიცა საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების ტურისტული გზამკვლევი
ახალციხეში კულტურის განყოფილების ყოფილ  გამგეებს მადლობის სიგელები გადასცეს
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
გზამკვლევი ახალციხის ისტორიული შენობების შესახებ
შეიქმნა მასწავლებელთა შეფასების სქემის გზამკვლევი
მერიის სარვამარტო საჩუქრები  [Photo]