FM97.5 / LIVE

მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.12.2014
ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში ბელა დიასამიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. კანდიდატის წარმომადგენელი ნაირა სამსონიძე სკოლის ხელმძღვანელობას სამეურვეო საბჭოს წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს

ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები 14:00 საათზე დაიწყო. ბელა დიასამიძეს, რომელიც დირექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო, სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

არჩევნებში სამეურვეო საბჭოს 7 წევრი და ქალაქის მერიის წარმომადგენელი ზურა სამსონიძე მონაწილეობდნენ. დიასამიძეს 8 წევრიდან მხარი მხოლოდ სამმა დაუჭირა.

საარჩევნო პროცესს ბელა დიასამიძის წარმომადგენელი ნაირა სამსონიძე ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები სკოლის დირექციის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და შედეგიც შესაბამისია.

„სამეურვეო საბჭოს წევრებზე ყოფილი ხელმძღვანელობის ზეგავლენა აშკარად შეინიშნებოდა. იმდენად დაბნეულები იყვნენ, რომ ხმის დამთვლელიც არ აირჩიეს. ამ ფონზე სამი დადებითი და 5 უარყოფითი ხმა იყო და ესეც გაუკვირდათ, ამდენ ხმასაც არ ელოდნენ“, – ამბობს ნაირა სამსონიძე.

რაიმე სახის ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ სამეურვეო საბჭოს წევრები და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინა ზედგინიძე.

„ზრდასრული ადამიანები იჯდნენ სამეურვეო საბჭოში, ბავშვები არ არიან, რომ მათზე ზეწოლა მომეხდინა. თუ ვინმეს აქვს ეჭვი და პრეტენზია, არსებობს სასამართლო, შეიტანოს საჩივარი და შემდეგ გავცემ პასუხს“, – ამბობს მარინა ზედგინიძე.

„არანაირი ზეგავლენა არ ყოფილა და არც ზეწოლა. შეგიძლიათ თითოეულ წევრს გაესაუბროთ“,– ამბობს მეორე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მდივანი ირა საქიძე.

იყო თუ არა ზეწოლა, აღნიშნული კითხვის დასმამ მეორე საჯარო სკოლის სამასწავლებლოში პედაგოგების პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ირჩევენ
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
განათლების სამინისტრომ სკოლებს სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული დირექტორები დაუნიშნა
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
მოწონებული და დაწუნებული დირექტორები