FM97.5 / LIVE

გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა

მთავარისამართალი 27.08.2012
კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის ოფისის მეპატრონის, გეორგ მხჩიანის წინა სასამართლო სხდომა დასრულდა

გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის, გეორგ მხჩიანის შემოყვანას, დარბაზი ტაშითა და შესახილებით შეხვდა. სხდომას ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერაია უძღვებოდა. ბრადლებისა და დაცვის მხარეებმა მტკიცებულებების ნუსხა წარმოადგინეს.

- ”ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალი მტკიცებულება, აქედან ჩვენ განვაცხადეთ პრეტენზია გარკვეულ მოწმეთა დაკითხვის ოქმების მიმართ, ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენებები მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, გვაქვს ეჭვი და არა მტკიცებულებები, რომ ეს ჩვენებები ტყუილზეა აგებული”, - ამობს ჯვარიძე, თუმცა, მისი შუადგომლობა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

პროცესზე ბრალი აღიარა არტაშეს ჩახმახჩიანმა. იგი ეთანხმება წაყენებულ ბრალდებას დაკუმენტების გაყალბების შესახებ. სწორედ ჩახმახჩიანმა მიჰყიდა სადაო შენობა გეორგ მხჩიანს.

ჯვარიძე მიიჩნევს, რომ ჩახმახჩიანის აღიარება გულწრფელი არაა.

გეორგ მხჩიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მის მხარდასაჭერად, ახლაციხის, ბორჯომის, ახალქალაქის ადიგენისა და ასპინძის ”ქართული ოცნების” შტაბის წევრები პროცესის მიმდინარეობისას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.

პროცესის დასრულების შემდეგ მათ პატიმრების ფორმები ჩაიცვეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. სასამართლოდან ”ოცნების” წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს.

- ”აქ ვმართავათ საპროტესტო აქციას, ყველას გვაცვია პატიმრის ფორმა, რადგან რეალურად დღეს საქრთველოში ყველა პატიმარია, ზოგს პატარა საკანი მიუჩინეს, ზოგს დიდი. ყველა დიდ საკანში ვართ შეყრილები და ამ საკანს საქართველო ჰქვია”, - განაცხადა ახალქალაქის ქართულო ოცნების შტაბის უფროსმა გიორგი ჟვანიამ.

საქმის არსებითი განხილვა 5 სექტემბერს 14 საათზე გაიმართება.

გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა

გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
გაჭიანურებული პროცესი
გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
სასამართლო პროცესი მეექვსედ გადაიდო
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს