FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.12.2014
5 მომხრე და 9 წინააღმდეგი, ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი, ჟუჟუნა გოგოლაური, დირექტორად არ აირჩია.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები დღეს, 2 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყო. არჩევნებში სამეურვეო საბჭოს 13 წევრი და ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე მონაწილეობდნენ. 14 წევრიდან ჟუჟუნა გოგოლაურს ხმა მხოლოდ 5–მა წევრმა მისცა.

„მოვისმინე პროგრამა, რომელიც იყო ზერელე და ყველა სკოლას მოერგებოდა. მე პირადად კმაყოფილი არ ვარ მისი პროგრამით, თუმცა თვითონ პიროვნულად სასმიავნო ქალბატონია“, – ამბობს პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლლებელი და სამეურვეოო საბჭოს წევრი მზევინარ მჟავანაძე.

ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ მას გამარჯვებაში სკოლის ყოფილმა დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა შეუშალა ხელი.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ მთელი დღეა მაკა ჯანაშვილი ჩემი კანდიდატურის დაბლოკვაზე მუშაობდა. ის საკმაოდ კარგ ზეწოლას ახდენს სამეურვეო საბჭოს ყველა წევრზე“, – ამბობს ჟუჟუნა გოგოლაური და ამატებს, რომ 29 ნოემბერს სკოლის სტრატეგიული გეგემის პრეზენტაციის დროს მაკა ჯანაშვილმა მისი უფლებები დაარღვია, – „პრეზენტაციის დღეს ქალბატონი მაკა შემხვდა აგრესიულად, დამხვდა დაუსაბუთებელი ჭორებით და ცილისწამებებით, დაარღვია ჩემი უფლებები, გადაიღო ჩემი გამოსვლა და ნებართვის გარეშე ატვირთა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე“.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს
დირექტორობის კანდიდატი ჟუჟუნა გოგოლაური

მაკა ჯანაშვილმა ჟუჟუნა გოგოლაურის ბრალდება კატეგორიულად უარყო: „ეს არის აბსურდი, სამეურვეო საბჭოს წევრები ამას ვერც ირიბად და ვერც პირდაპირ ვერ იტყვიან. საბჭომ გააკეთა არჩევანი მისი პროგრამის მოსმენის შემდეგ. ჩემი მოვალოება იყო, რომ საბჭოსთან ერთად ორგანიზება გამეკეთებინა შეხვედრებისთვის, სხვა უფლებებში არ ჩავრეულვარ“, – ამბობს მაკა ჯანაშვილი და ამატებს, რომ გოგოლაურის პროგრამის პრეზენტაცია საზოგადოების დიდი ინტერესის გამო გადაიღო, – „ყველას აინტერესებდა რა პროგრამით წარსდგა დირექტორობის ახალი კანდიდადტი, ამიტომ გადავიღე და ავტვირთე სოციალურ ქსელში. ეს იყო საჯარო შეხვედრა და თუ მას ამით რაიმე დისკომფორტი ექმნებოდა, ამის შესახებ იმწუთშივე უნდა ეთქვა“.

ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ იურისტებთან კონსულტაციას გაივლის და გადაწყვეტს როგორ მოიქცეს: „დაუკავშირდები იურისტებს, რამდენად დაირღვა ჩემი უფლებები და ამის შემდეგ ვიმოქმედებ, როგორც საჭიროა“.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შემდეგ მინისტრი დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და პირველ საჯარო სკოლაში დირექტორს დანიშნავს. კითხვაზე, ვის დანიშნავს სამინისტრო სკოლის დირექტორად, სამინისტროში არ გვიპასუხეს.

ვიდეო, რომელიც მაკა ჯანაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა


"სსიპ ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში 2014 წლის 28 ნოემბერს გაიმართა სკოლის დირექტორობის კანდიდატის, აწყურის საჯარო სკოლის პედაგოგის, ქალბატონი ჟუჟუნა გოგოლაურის სკოლის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ აღნიშნული პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერს", – წერს ჯანაშვილი ფეისბუქის გვერდზე

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
განათლების სამინისტრომ სკოლებს სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული დირექტორები დაუნიშნა
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
მოწონებული და დაწუნებული დირექტორები
მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გაივლიან
მედლების საქმე – ვის შეეშალა ახალციხის პირველ სკოლაში