FM97.5 / LIVE

ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.12.2014
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში, ორი კანდიდატიდან სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით ანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გივი კაპანაძე აირჩია.

ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში არჩევნები დილის 10:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიზეზი ახალციხის მერიისგან გაგზავნილი კანდიდატი გახდა: ქალაქის მერიამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ახალციხის მერის მოადგილე, ამავე სკოლის ყოფილი დირექტორი ზაზა თამარაშვილი გაგზავნა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ თამარაშვილს, რომელიც დღემდე ამავე სკოლაში პედაგოგად მუშაობს, ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. თამარაშვილის ნაცვლად არჩვევნებზე ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინე გოგოლაძე მივიდა.

მეექვსე საჯარო სკოლაში დირექტორობისთვის ორი კანდიდატი: ქეთევან პარუნაშვილი და გივი კაპანაძე იბრძოდნენ. ხმათა უმრავლესობით, არჩევნებში გიორგი კაპანაძემ გაიმარჯვა, მან რვა ხმიდან ექვსი მიიღო.

სკოლის დირექტორის არჩევნებს გივი კაპანაძის წარმომადგენელი თეა გავაშელი, თავისუფალი პროფკავშირების წარმომადგენელი ნაილი ხითარიშვილი და ამავე სკოლის პედაგოგი ნანა ნათენაძე ესწრებოდნენ.

„არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, მცირე ნიუანსები იყო გასარკვევი და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა", – ამბობს თეა გავაშელი.

ახალი დირექტორი გივი კაპანაძე სკოლის ხელმძღვანელად, სავარაუდოდ, 13 დეკემბრისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძნებით დაინიშნება.

„დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამეურვეო საბჭოს, პედაგოგებს. ვეცდები მათი იმედები გავამართლო“, – განაცხადა კაპანაძემ.

გივი კაპანაძე ანის საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად 1991 წლიდან მუშაობდა. 2007 წლიდან დღემდე, ამავე სკოლის დირექტორი იყო.

ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მოწონებული და დაწუნებული დირექტორები
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
საფეხური: მეექვსე სკოლის მედლების საქმე [Audio]
მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
დირექტორი, რომელსაც პედაგოგები კარის აჭედვით ემუქრებოდნენ, დღეს ერთხმად აირჩიეს