FM97.5 / LIVE

ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.12.2014
ქალაქ ახალციხის 4 და მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში ხვალ, დირექტორის არჩევნები ჩატარდება. 11 სკოლაში დირექტორობა 12 კანდიდატს სურს.

ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ

ქალაქ ახალციხეში დირექტორი ოთხ საჯარო სკოლაში უნდა აირჩიონ: N1, N2, N5 და N6 საჯარო სკოლებში. აღნიშნულ სკოლებში სამეურვეო საბჭოები, ხვალ, 2 დეკემბერს შეიკრიბებიან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატების არჩევა-არარჩევის საკითხს განიხილავენ.

განათლების სამინისტრომ N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ჟუჟუნა გოგოლაურის კანდიდატურა წარუდგინა. სამეურვეო საბჭოს სხდომა ხვალ, 2 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

N2 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭო 14:00 საათისთვის შეიკრიბება. დირექტორობის კანდიდატი ბელა დიასამიძეა.

N5 საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები 10:00 საათისთვის დაიწყება, აქ ხელმძღვანელის პოსტზე ინგა ვარდიძე განიხილება.

N6 საჯარო სკოლაში დირექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: გივი კაპანაძე და ქეთევან პარუნაშვილი. სამეურვეო საბჭო არჩევნებს 10:00 საათისთვის დაიწყებს.

დირექტორის შესარჩევი არჩევნები ტარდება ახალციხის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაშიც: ვალეს N1 დ N2, ასევე კლდის, საყუნეთის, მინაძის ტყემლანის და სვირის საჯარო სკოლებში.

10:00 სათისთვის სამეურვეო საბჭო მინაძის და კლდის საჯარო სკოლებში შეიკრიბება. მინაძეში დირექტორობის კანდიდატი დონარი ზედგინიძეა, კლდის სკოლაში კი – მალხაზ ბლუაშვილი.

14:00 საათზე დაიწყება არჩევნები: ვალეს N1, ტყემლანისა და საყუნეთის საჯარო სკოლებში. ვალეში კანდიდატი ირა გიორგაძეა, ტყემლანაში – ნინო ტყემალაძე, საყუნეთში კი სიმონ გელაშვილი.

13:00 საათზე დაიწყება არჩევნები სვირის საჯარო სკოლაში, ამ სკოლაში დირექტორობის კანდიდატი გიული ყიფიანია.

15:00 საათზე შეიკრიბება სკოლის სამეურვეო საბჭო ვალეს N2 საჯარო სკოლაში, აღნიშნულ სკოლაში კანდიდატი გვანცა გოგოლაძეა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
მოწონებული და დაწუნებული დირექტორები
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ირჩევენ
მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
ახალციხეში სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე აქტივობა დაბალია
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორად გივი კაპანაძე აირჩიეს