FM97.5 / LIVE

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 27.08.2012
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონის გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონისა და შტაბის საინიციატივო ჯგუფის წევრის გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიწყო.

კოალიციის მხარდამჭერები და აქტივისტები დროშებითა და პლაკატებით სასამართლოს შენობასთან პროცესის დაწყებამდე შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ მხჩიანი პოლიტიკური პატიმარია და კოალიციის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ.

”ეს არის ანგარიშსწორება იმ ადამიანებზე, ვინც ახალქალქში მხარი დაუჭირა, ”ქართულ ოცნებას”, ფართი მიაქირავა და კენჭისყრასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას აპირებდა”, - აცხადებს კოალიციის ბორჯომის შტაბის წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი ბორჯომში გედევან ფოფხაძე.

“ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გეორგ მხჩიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, 23:00 საათზე დააკავა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის თანახმად, 1996 წლის 25 ოქტომბერს, არტაშეს ჩახმახჩიანმა კარლოს რაისიანის თხოვნით, ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩა #25ში მდებარე შენობა აუქციონის წესით შეიძინა. 2005 წლის 25 აგვისტოს კარლოს რაისიანის შვილის მელიქ რაისიანის მოთხოვნით ჩახმახჩიანმა ქონება გეორგი მხჩიანზე გადააფორმა.

- “გვედავებიან, რომ რეალურად, ეს შენობა მაინც მელიქ რაისიანისაა და ნასყიდობის ხელშეკურლება თვალთმაქცური გარიგებაა, ფაქტობრივად, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონიაო. ამბობენ, რომ ამ ქმედების გამო მოხდა დანაშაული და მხჩიანმა გააყალბა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი”, - აცხადებს გეორგ მხჩიანის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

კოალიციის აქტივისტები სასამართლო პროცესს შეთითხნლს უწოდებენ და ამბობენ, რომ მხჩიანის წინააღმდეგ ყურით მოთრეული ბრალდებები აქვთ.

- ”ეს პროტესტი არის გაფრთხილება მოსამართლისა დ პროკურორის მიმართ. მათ უნდა დაიჭირონ ხალხის მხარე და არა სააკაშვილისა და ადეიშვილის”, - ამბობს ფოფხაძე.

კოალიციის ახალციხელი აქტივისტის გოჩა ინასარიძის თქმით, პროტესტი უშედეგოც რომ იყოს, მაინც აქვს აზრი: ”ვერ გეტყვით აქვს თუ არა მნიშვნელობა, დღევანდელ მთავრობამ შეიძლება არაფრად ჩათვალოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვაპროტესტებთ”.

გამარჯვების იმედი არც ”ქართული ოცნების” ახალციხის შტაბის ხელმძღვანელს ელვარდი ზაზაძეს აქვს.

- ”სამართლიანობის გამარჯვება გვეეჭვება. ამის ფიქრის საბაბას ის ფაქტი გვაძლევს, რაც მოხდა. თუ თაღლითური მაქინაციებით შეიძინა ბინა, საბუთები ხომ გაფორმდა, ვინ დაუშვა ეს გაფორმება?! ნოტარიუსები, სახელმწიფო სამსახურები ხომ მონაწილეობდნენ?! “ნაციონალური მოძრაობა” თუ იქირავებდა, მაშინ ალბათ არ იქნებოდა შავი გზებით შეძენილი”, - ამბობს იგი.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მხჩიანი ბრალდებულად 26 ივლისს ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მხჩიანის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2012 წლის 16 აგვისტოსთვის იყო ჩაინიშნული, თუმცა, ორჯერ გადაიდო და საბოლოოდ 27 აგვისტოსთვის დაინიშნა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს
პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
გაჭიანურებული პროცესი
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს