FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რეხვიაშვილი ასრულებს

მთავარისაზოგადოება 28.11.2014
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ ბრძანება დღეს, 28 ნოემბერს მიიღეს. ამ თანამდებობაზე სამი თვის ვადით სოსო რეხვიაშვილი დაინიშნა.

სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობას სოსო რეხვიაშვილი ასრულებს
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ გელდიაშვილმა თანამდებობა 19 ნოემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ დრომდე უფროსის მოვალეობას ირაკლი მუკნიაშვილი ასრულებდა.

სოსო რეხვიაშვილი დროებით მოვალეობის შემსრულებლად სამი თვის ვადით დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ სტრუქტურაში 2006 წლიდან მუშაობს.

"2006 წლიდან სატყეო სამსახურში ვმუშაობ, ვიყავი ადიგენის უბნის უფროსი, სადაც დაახლოებით ორი–სამი წელი ვიმუშავე, მერე ადიგენის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გადავედი, შემდეგ ისევ ადიგენის სატყეოში დავბრუნდი უბნის უფროსად, ამის შემდეგ ახალციხის უბნის უფროსად გადმომიყვანეს და ახლა სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დავინიშნე", – ამბობს სოსო რეხვიაშვილი.

სოსო რეხვიაშვილი 1963 წლის 22 სექტემბერს ადიგენის რაიონში დაიბადა. სწავლობდა სოფელ მოხის საშუალო სკოლაში. დამთავრებული აქვს სამტრედიის ზოოვეტერინარული ტექნიკუმი და სოხუმის უნივერსიტეტი. მუშაობდა სხვადასხვა სამსახურში. რამდენიმე წლის განმავლობაში სოფელ მოხის რწმუნებული იყო, რის შემდეგაც მუშაობა სატყეო სამსახურში გააგრძელა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსის შესახებ გაურკვევლობაა
გაჩეხილი ხეები ზაზალოს ტყეში[Video]
უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთში ორი პირი დააკავა