FM97.5 / LIVE

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.11.2014
სამცხე – ჯავახეთის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებმა სკოლის დირექტორები უნდა აირჩიონ. განათლების სამინისტრომ სკოლების დირექტორობის კანდიდატების სია უკვე გამოაქვეყნა.

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა

განათლების სამინისტრო ახალციხის N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ჟუჟუნა გოგოლაურს წარუდგენს, ახალციხის N2 საჯარო სკოლაში ბელა დიასამიძეს, N5 საჯარო სკოლაში ინგა ვარდიძეს, N6 საჯარო სკოლაში კი სამეურვეო საბჭოს წინაშე ორი კანდიდატი, გივი კაპანაძე და ქეთევან პარუნაშვილი წარსდგებიან.

ცნობილია ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების სიაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში სამეურვეო საბჭოს წინაშე მალხაზ ბლუაშვილი უნდა აირჩიოს. საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი სიმონ გელაშვილია, ქალაქ ვალის N1 სკოლის ირა გიორგაძე, ვალის N2 საჯარო სკოლის კი გვანცა გოგოლაძე. სოფელ მინაძის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე დონარი ზედგინიძე წარსდგება, ტყემლანის საჯარო სკოლის საბჭოს წინაშე – ნინო ტყელამაძე, სვირში კი – გიული ყიფიანი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი დალი დიასამიძეა, სოფელ დამალას სკოლის – ნელი დუდუქჩიანი, იდუმალას საჯარო სკოლის კი ლალი სოხაძე.

სამინისტრო დაბა ადიგენის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს გიორგი ქომეთიანს წარუდგენს, დაბა აბასთუმნის სკოლას კი სვეტლანა ბოჩიკაშვილს.

სოფელი უდის N1 საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი რუსუდან გზირიშვილია, არალის საჯარო სკოლის კი მარო ჩხიტუნიძე. მოხის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს წინაშე თემურ ბერიძე წარდგება, ლელოვანის სკოლაში – ეთერ მეტრეველი, ხევაშენის – ცისანა ობოლაძე, ქვემო ენთელის – მარინე ყიფშიძე, გომაროს – მერაბ შავაძე და ვარხანის საჯარო სკოლაში რუსუდან ხობიაშვილი.

განათლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით დირექტორობის მსურველთა ტესტირება და გასაუბრება ეტაპობრივად ჩაატარა. იმ შემთხვევაში თუ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოები სამინისტროს მიერ წარდგენილ კანდიდატს ვერ აირჩევენ, მაშინ სკოლის დირექტორს განათლების სამინისტრო ნიშნავს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
ახალქალაქის საჯარო სკოლები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან
მოწონებული და დაწუნებული დირექტორები
მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებს ირჩევენ
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება
აუდიტი აბასთუმნის სკოლაში დოკუმენტის შესაძლო გაყალბების ფაქტს სწავლობს