FM97.5 / LIVE

მტკვარი თურქეთში წყალსაცავების შევსების გამო შრება

მთავარისაზოგადოება 27.11.2014
მდინარე მტკვრის დონე რომ საშუალო სეზონურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოცდა, გარემოს დაცვის სამინსიტროში ადასტურებენ და მიზეზად თურქეთში წყალსაცავების მშენებლობას ასახელებენ.

მტკვარი თურქეთში წყალსაცავების შევსების გამო შრება

მტკვრის დაშრობასთან დაკავშირებით “სამხრეთის კარბიჭემ” გარემოს დაცვის სამინისტროდან პასუხი მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მდინარე "მტკვარში" წყლის დონის კლების დაწყების მომენტიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახდენს პერმანენტულ მონიტორინგს.

ამ ეტაპზე წყლის დონე ჩამოსცდა საშუალო სეზონურ მაჩვენებელს. თურქულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე დადგინდა, რომ თურქული მხარის მიერ ხდება არსებული წყალსაცავების შევსება ზამთრისთვის. შესაბამისად, მდინარე ,,მტკვარში’” წყლის დონის კლება განპირობებულია ამ ფაქტით და არანაირად არ არის კავშირში ჰესის პროექტთან, რომელზეც ადრეც იყო საუბარი. მითუმეტეს, რომ წყალამქცევი არხი, რომლითაც განიხილებოდა მტკვრის ნაწილის ჭოროხში მომართვა, ამ ეტაპზე ჯერ აშენებული არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთთან თანამშრომლობის შედეგად მზადდება მემორანდუმი, რომელიც გამორიცხავს ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებას.

იმისთვის, რომ დადასტურდეს არაფორმალური არხებით მიღებული ინფორმაცია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სასწრაფო წერილი გაუგზავნა თურქეთის სატყეო და წყლის რესურსების მინისტრს, ბატონ ეროღლუს. წერილზე პასუხს მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ველოდებით.

აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მდინარე მტკვარი საქართველოში იმატებს იმაზე მეტ წყლის რესურსს, ვიდრე თურქეთიდან შემოდის, შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით დროებითი შემცირება არ წარმოშობს მნიშვნელოვან რისკებს.
მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს უწყვეტი მონიტორინგის პროცესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ანომალური მოვლენა“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროდან მიღებულ წერილში.

კითხვებით: თუ გარემოს დაცვის სამინისტრო პერმანენტულად ახდენს მონიტორინგს, აქამდე რატომ არ მოხდა სახელმწიფოს მხრიდან მომხდარზე რეაგირება, ან ახლა რატომ უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომელიც ცალმხრივად გადაწყვეტიელბის მიღებას გამორიცხავს და რისთვის სჭირდება თურქეთს წყალსაცავები „სამხრეთი კარიბჭე“ გარემოს დაცვის სამინისტროს ისევ მიმართავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა აპინძის მუნიციპალიტეტში, თურქეთის საზღვართან მტკვარმა დაშრობა დაიწყო, დახოცილია თევზიც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარში წყლის დონის კლება თურქეთისა და საქართველოს სამინისტროების მსჯელობის საგანი გახდა
მტკვარზე წყლის დონის ავტომატურ მზომს აყენებენ
ბორჯომში მტკვრის დონე დაიწევს
მტკვარმა კლება დაიწყო, თუმცა, ადგილზე მაშველები მაინც რჩებიან
გარემოს დაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
რატომ შრება მტკვარი?
გარემოს დაცვის სამინისტრო ‘ჭიაკოკონობას’ საბურავების დაწვას გააკონტროლებს