FM97.5 / LIVE

ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავეს

მთავარისამართალი 26.11.2014
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების ფაქტზე, გამგებლის წარმომადგენელი დაბა ბაკურიანში, დავით გიორგაძე დააკავა.

ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგენა, რომ დავით გიორგაძემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწაზე კომერციული ფართის ნებართვის გარეშე აშენების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 3000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა დავით გიორგაძე ბრალდებულის სახით 24 ნოემბერს დააკავეს.

„მისი პირადი ჩხრეკისას ქრთამის სახით აღებულ ფულთან ერთად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით, რომელიც დავით გიორგაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ ატარებდა’, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქში გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს [ვიდეო]
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს [ვიდეო]
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს