FM97.5 / LIVE

რატომ შრება მტკვარი?

მთავარისაზოგადოება 25.11.2014
აპინძის მუნიციპალიტეტში, თურქეთის საზღვართან მტკვარმა დაშრობა დაიწყო, დახოცილია თევზიც. რატომ იკლო წყლის დონემ მდინარეში და რა საფრთხეს იწვევს მომხადრი;

რატომ შრება მტკვარი?
ასპინძის მუნიციპალიტეტში, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებლების თქმით, მტკვარი თითქმის დამშრალია.

„ერთ დღეში წყალი აღარ დარჩა მდინარეში. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თითქმის ორ მეტრამდე დაიკლო წყლის სიმაღლემ კალაპოტში“, - ამბობს სოფელ ფიაში მცხოვრები ლევან მაღრაძე.

მდინარის კალაპოტში გუბეებია დარჩენილი ნასოფლარ ოლოდასთან.

„ოლოდა ასპინძის მუნიციპალიტეტში ბოლო პუნქტია. აქ მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე ფეხით გადახვალ, ამხელა მდინარიდან მხოლოდ გუბეები დარჩა“, - ამბობს „ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ აგრო-კონსულტანტი ნუგზარ კაველიძე, რომელმაც დამშრალი მდინარე სამი დღის წინ ნახა და ამატებს, რომ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სოფელ მირაშხანთან, რადგან აქ მტკვარს, დაახლოებით ხუთ-ექვს კილომეტრში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ორ-ორი მდინარე უერთდება.

ადგილობრივების თქმით, წყლის ოდენობის მკვეთრი ვარდნის გამო თევზი დაიხოცა.

„თევზი ნაპირებზე ყრია და თოლიები ჭამენ, უსიამოვნო სუნი ახლაცაა მდინარესთან“, - ამბობს ხერთვისში მცხოვრები სოფიო სეთურიძე.

რატომ შრება მტკვარი?

რა მიზეზით შრება მტკვარი, ამ კითხვით „სამხრეთის კარიბჭემ“ გარემოს დაცვის სამინისიტროს უკვე მიმართა, თუმცა როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს პასუხს ხვალ, 26 ნოემბერს მოგვაწვდიან.

მანამდე კი „სამხრეთის კარიბჭე“ გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშრიდა. აღნიშნული სააგენტოს ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, თურქეთში წყალსაცავს ავსებენ და ამიტომ მდინარის ნაწილი გადაკეტილი აქვთ, ნაწილს კი ჩვეულებრივ უშვებენ: „ამის დადასტურება ოფიციალურად არ შემიძლია, ალბათ ხვალ მიზეზი ზუსტად გვეცოდინება. თუ თურქეთში ჰესს აშენებენ, ალბათ აავსებენ წყალს და მერე გამოუშვებენ, მდინარეს ვერსად წაიღებენ და ამხელა წყალს ვერაფერს უზამენ“.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთში ჰესი შენდება, კატეგორიულად უარყოფს ამავე სააგენტოში ჰიდრომედ დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტარიელ ბერიძე: „ასე რომ ყოფილიყო ჩვენ ინფორმაცია აუცილებლად გვექნებოდა. ასეთ საკითხებს წინასწარ შეთანხმება სჭრიდება, ასევე, მშენებლობას დრო ხომ უნდა?!“

ბერიძის განცხადებით, ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ვითარების შესასწავლად დღეს წავიდნენ და, სავარაუდოდ, ზუსტი ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რატომ შრება მდინარე, ხვალ, დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი: „შესაძლოა, კლიმატურტი პირობებია ამის მიზეზი და მდინარე გაიყინა. ვიდრე დანამდვილებით არ გავიგებ რაშია საქმე, რაიმეს დადასტურება გამიჭირდება“.

მდინარის შრობის გამომწვევ სხვა მიზეზებზე აკეთებს აქცენტს ეკოლოგიის ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე. მისი თქმით, ეს მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება მოხდეს, ან მეწყერი ჩამოწვა სადმე თურქეთის ხეობაში, რის გამოც გარკვეული პერიოდი შეწყდა დინება და ან, ხელოვნურად მოხდა მისი შეჩერება,ასევე, თურქეთში.

„გვალვით და კლიმატით მტკვირს შრობის დაწყება გამორიცხულია, ასე რომ იყოს, ეს მხოლოდ მტკვარზე არ აისახებოდა. შესაძლოა, თურქეთში აშენებენ რაიმეს და დროებით გადაკეტეს მდინარე. მაგრამ თუ ასეა, ამის შესახებ მეზობელი სახელმწიფო, ანუ საქართველო, ინფორმირებული უნდა იყოს. ეს რომ საქართველოში მიმდინარე მშენებლობით იყოს გამოწვეული საქმის კურსში ვიქნებოდით“, - აცხადებს ჯანელიძე.

მისი თქმით, იქ სადაც წყლის დონემ მკვეთრად იკლო, თევზს სერიოზული პრობლემები შეექმნება, ასევე, განსაკუთრებით სახიფათოა ის, თუ შეგუბებულ წყალს ერთდროულად გამოუშვებენ: „ასე შეიძლება წალეკოს ის ადგილები, სადაც ახლა მდინარე თითქმის დამშრალია“.

რატომ შრება მტკვარი?

რატომ შრება მტკვარი?

რატომ შრება მტკვარი?

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მტკვარი თურქეთში წყალსაცავების შევსების გამო შრება
ასპინძაში მტკვრის დონეს აკვირდებიან
მტკვარში წყლის დონის კლება თურქეთისა და საქართველოს სამინისტროების მსჯელობის საგანი გახდა
ასპინძაში მტკვრის ადიდების საფრთხეს გამორიცხავენ, თუმცა, ისევ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
როდის მიაღწია მტკვრის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს
ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ
მდინარის დაბინძურების გამო ახალციხის სასაკლაოს დააჯარიმებენ