FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.08.2012
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ახალციხეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი წარადგინა

დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

2008 წლიდან დღემდე ვაჟა ჩიტაშვილი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო.

”რაც უფრო მეტი ოჯახი იცხოვრებს უკეთესად, მით უფრო ძლიერი და გამარჯვებული იქნება ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ყველას დიდი მადლობა ერთად დგომისთვის, ერთად შორმისთვის და ერთად საქმის გაკეთებისთვის, რომელიც წლებია გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დიდხანს შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთებას”, - მიმართა დავით ბაქრაძემ ქალაქის ცენტრში შეკრებილ მოქალაქეებს, რომელტა შორის არამხოლოდ ახალციხის მცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩამოსულებიც იყვნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ახალციხეს აღმშენებლობისა და იმედის სიმბოლო უწოდა. მისივე განცხადებით, ახალციხე არის იმის სიმბოლოც, კიდევ რამდენი გაჭირვებაა დასაძლევი ქვეყანაში.

”თუ დავსვამთ კითხვას, არის თუ არა საქართველო იმაზე უკეთესი ვიდრე იყო 5-10 წლის წინ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა გასცემს პასუხს, - დიახ! დღეს საქართველო არის უკეთესი ქვეყანა. მაგრამ თუ დავსვამთ მეორე კითხვას, არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, რომელიც გვინდა და როგორიც გვინდა რომ იყოს, მე ვიქნები პირველი, ვინც იტყვის,- არა, ჯერ არა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ჯერ გასაკეთებელი”, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, მუნიციპაიტეტის მთავარი პრობლემა უმშევრობაა, რაც ნელ-ნელა მოგვარებისკენ მიდის.

”წელს უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა, ვიდრე იყო შარშან და შარშნწინ. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. შენდება ხორც-კომბინატი, ხილის გადამამაუშავებელი საწარმო, რაც დამატებით ადგილებს გააჩენს. მე ყველა ოჯახის პრობლემა ვიცი, ვიცი ყველა ოჯახში რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენია აქედან დასაქმებული. ვიცი, ვის რა უჭირს, ვის რა ულხინს. აი, ეს არის ჩემი ძალა. ამ ძალით ვაპირებ, რომ ეს ოთხი წელიწადი, ჩემი არჩევის შემთხვევაში, გავატარო ისე, რომ ყველა პრობლემა, რომელიც დასმულია საქართველოს მთავრობის მიერ გადაჭრილი იქნას”, - განაცხადა ვაჟა ჩოტაშვილმა.

დავით ბაქრაძემ ახალციხეში მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა
[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

„ევროპულმა საქართველომ“ ახალციხის მერობის კანდიდატი წარადგინა
ვაჟა ჩიტაშვილი: ჩვენ დავკარგეთ 4 წელი, მაგრამ არ დაგვიკარგავს იმედი
ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
დავით ბაქრაძის ვიზიტი მესხეთში
ვაჟა ჩიტაშვილი 'სამხრეთის კარიბჭეში'გასულ „დღის კითხვას“ ეხმაურება
მმართველმა გუნდმა სამცხე-ჯავახეთში კანდიდატები წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა