FM97.5 / LIVE

ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

მთავარიეკონომიკა 21.11.2014
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ, ბინები გადაეცათ.

ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

აფხაზეთიდან დევნილი ვალერი რეხვიაშილი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ორი ათეული წელი ელოდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში რეხვიაშვილს, ასაკოვან დედასთან ერთად, არაერთი გაჭირვების გადატანა მოუხდა.
„გულრიფშის რაიონიდან ვარ. 21 წელია ბორჯომში, „ლიკანი 2“ კორპუსში ვცხოვრობდი, აუტანელი პირობები იყო. მადლობის მეტი რა მეთქმის“, – ამბობს იგი.

ბინა მიიღო ცხინვალიდან დევნილმა ოთარ ზუბაშვილმაც: „25 წელი ვცხოვრობდით ცუდ პირობებში. ოჯახში ოთხნი ვართ და ოროთახიანი, გარემონტებული ბინა მოგვცეს“.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 18 ოჯახი ბორჯომში, ყოფილ სამშობიარო სახლში იცხოვრებს. შენობის რეაბილიტაცია, 887.776 ლარი დაჯდა. რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა.

ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა შენობაში მოეწყო 8 ერთოთახიანი, 6 ოროთახიანი და 4 სამოთახიანი ბინა, მათ შორის, 1 ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა ადაპტირებული. ბინებში მოეწყო ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყო სათამაშო ატრაქციონი, ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები.

დევნილებს გასაღები განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ გადასცეს.

„ბედნიერი დღეა დღეს 18 ოჯახისთვის. ამდენი წლის განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრების შემდეგ მიიღეს საცხოვრებელი, რომელიც მათი საკუთრება იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა „მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში გიდგათ. საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს რომ დიპლომატიური მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც ჟენევაში იმართება, მოიძებნოს გრძელვადიანი გადაწყვეტილება და მოგვარდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამაშუკელი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი კაროლ ვილსონი და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელი პოლ მაკინტოში ესწრებოდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოზარ სუბარი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადაეცემათ
ამერიკის დღეებს ახალციხეში აშშ–ს ელჩი დაესწრო
3 ივნისს ახალციხეს აშშ–ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესტუმრება
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს