FM97.5 / LIVE

მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.11.2014
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლა ზამთრის სეზონს გათბობის გარეშე შეხვდა. ცენტრალური გათბობა ბუნებრივ აირზე გადაიყვანეს, თუმცა, სკოლაში გაზი ამ დრომდე არ შეუყვანიათ.

მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს

მეექვსე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა სამი წლის წინ დამონტაჟდა. სისტემა შეშაზე მუშაობდა, მიმდინარე წელს კი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ცენტრალური გათბობა გაზზე გადაიყვანა და შენობაში გაზის შესაყვანად ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ტენდერი ჩავარდა და სკოლაში გაზის შეყვანა ვეღარ მოხერხდა.

„ჩვენს სკოლას გათბობის პრობლემა არსოდეს ჰქონია, წელს კი ძალიან ცუდ დღეში ვართ. კლასებში ელექტროღუმელები დავდგით, მაგრამ არ შველის. სისტემა გამართულია, მარტო გაზის შემოყვანაა საჭირო“, – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ეკა დალალიშვილი.

ერთი თვის წინ სკოლის ადმინისტრაციამ განათლების სამინისტროს წერილი გაუგზავნა. პასუხი ორი კვირის წინ მიიღეს.

„სამინისტროს მივწერეთ რა პირობებში მიმდინაროებს სასწავლო პროცესი. პასუხი მოგვივიდა, რომ რაც შეიძლება მალე გაზის ერთ–ერთკომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც სკოლაში გაზს შემოიყვანს. თუმცა, მას მერე ორი კვირა გავიდა“, – ამბობს დალალიშვილი და ამატებს, რომ სამინისტროსგან საბოლოო პასუხს ხვალ ელოდება: „მაქსიმუმ ხვალ თუ არ გაფორმდა ხელშეკრულება, სასწავლო პროცესს ვეღარ გავაგრძელებთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უფლება არ გვაქვს, ბავშვები ასეთ სიცივეში გვყავდეს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში განუცხადეს, რომ გაზის კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს ან ხვალ გაფორმდება, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანია მეექსვე საჯარო სკოლაში გაზს სამშაბათს, 25 ნოემბერს ჩართავს.

მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები უმრავლესობა ამბობს, რომ თუ ორშაბათსაც იგივე მდგომარეობა იყო, ბავშვებს სკოლაში აღარ გაუშვებენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო
მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
მეექვსე სკოლაში სასაწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ახალი სასწავლო წელი განახლებულ სკოლაში