სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო

მთავარიეკონომიკა 20.11.2014
ქალაქ ახალციხის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სტუდენტებთან ერთად განიხილეს.

ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაახლოებით შვიდი მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი მერიამ უკვე მოამზადა და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა.

პარალელურად დაიწყო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. დღეს, 20 ნოემბერს, პირველი საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და სტუდენტები ესწრებოდნენ. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ მათ ახალციხეში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია მოიწვიეს, თუმცა შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი მივიდა.

არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. თუმცა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ.

„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელის მარინა მოდებაძის განმარტებით, ბიჯეტის პროექტში გენდერული საკითხები გათვალისწინებული არაა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს კი შენიშვნა „ახალციხის ციხის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით ჰქონდა.

აღნიშნულისთვის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. თუმცა, როგორც შეხვედრაზე ითქვა, „ახალციხის ციხეა“ ბიუჯეტიდან ამხელა თანხით არ უნდა ფინანსდებოდეს.

ქალაქის მერის გიორგი კოპაძის თქმით, ციხის დაფინანსების შემცირებაზე მერიაში აქამდეც ფიქრობდნენ: „მე ვეთანხმები იმას, რომ ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი და ჩვენგან სუბსიდიის სახით ამხელა თანხა არ უნდა მიდიოდეს. რადგან ამ ორგანიზაციამ უკვე გაიარა ადაპტაცია და კარგი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებლობა იყო უფრო დიდი შედეგებისთვის მიეღწია ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა რაღაც ზომები უნდა მივიღოთ, რომ ამ თანხის შემცირება დავიწყოთ“.

მისივე თქმით, ბიუჯეტში არსებობს ისეთი მუხლებიც, რომლებიც წინა წლების ბიუჯეტში არ იყო ჩადებული. გიორგი კოპაძე კონკრეტულ მუხლს ასახელებს, რომელიც უსინათლოებისთვის 20–ლარიანი კომუნალურ გადასახადს ითვალისწინებს. ასევე, დიალეზიანი პაციენტებისთვის დაფინანსებას.

„აქ გათვალისწინებულია ბორჯომში ტრანსპორტირებისა და გარკვეული წამლების თანხა, რომელიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, – ამბობს კოპაძე.

ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო

ბიუჯეტის პროექტში შენიშვნები ჰქონდათ სტუდენტებსაც. მათ ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებების არ არსებობაზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ ქალაქის ზოგიერთ უბანში გზებია მოსაწესრიგებელი, არ დგას ნაგვის ურნები და მერიისგან ითხოვეს, რომ ყურადღება უპატრონო ძაღლების სიმრავლეზეც გაამახვილონ.

„ჩვენ აქამდეც შევხვდით ქალაქის მერს და რამდენიმე დაპირება მივიღეთ. დღეს ეს დაპირებებიც შევახსენეთ. როგორც ქალაქის მერი გვპირდება, ეს საკითხები მათ უახლოეს გეგმებში შედის და იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება“, – ამბობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შოთა ნარიმანიშვილი.

ქალაქის მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები გაგრძელდება და მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

„ჩვენ ვთხოვთ მოსახლეობას, რომ ჩაერთონ საჯარო განხილვებში და არსებული პრობლემები ჩვენამდე მოიტანონ. მათი შენიშვნები პრიორიტეტებიდან გამომდინარე იქნება გათვალისწინებული“, – ამბობს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე.

საკრებულო ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით მერიას 25 ნოემბერს გადაუგზავნის. 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი წლის ბოლომდე დამტკიცდება.

ახალციხის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები დაიწყო

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის სამოქალაქო სექტორმა 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო
2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
რატომ არ ესწრებოდა ბიუჯეტის განხილვას არასამთავრობოების ნაწილი?
საკრებულომ ბიუჯეტზე არასამთავრობოების კრიტიკა გაითვალისწინა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან