FM97.5 / LIVE

განახლებულ მუზეუმს ახალი ექსპონატებიც შეემატა

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 23.08.2012
სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში, რომელიც განახლებულ ახალციხის ციხეში მდებარეობს, ადგილობრივი მასალების გარდა საქართველოს ეროვნული და ხელოვნების მუზეუმებისა და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გამოგზავნილი ექსპონატებიცაა გამოფენილი

განახლებულ მუზეუმს ახალი ექსპონატებიც შეემატა

სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომელიც საქართველოს მცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში 1976 წლიდან შევიდა, ზედა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ახალციხის ციხის რეაბილიტაციის ფარგლებში მუზეუმისთვის ახალი შენობა აშენდა. 16 აგვისტოს, მაშინ როცა ახალციხის ციხე საზეიმოდ გაიხსნა, საგამოფენო დარბაზები დამთვალიერებლის მისაღებად უკვე მზად იყო. თუმცა, მაშინ ექსპონატებს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარწერები.

ქვის კედლებიან საგამოფენო დარბაზებში ფოტო-გადაღება აკრძალულია. გამაფრთხილებელი წარწერები მუზეუმის შესასვლელშივე გვხვდება. ექსპონატების გადაღება მხოლოდ ადმინისტრაციულ ნაწილში დამონტაჟებულ მონიტორებზე შეიძლება. დიდი თხოვნის შემდეგ,
ადმინისტრაცია მხოლოდ შესასვლელიდან, განათების გარეშე გადაღებაზე გვთანხმდება.

განახლებულ მუზეუმში ყველა ის ექსპონატია გამოფენილი, რაც სხვადასხვა დროს სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ნივთები უძველესი დროის სამარხებიდან; ქვის შრომისა და ბრძოლის იარაღები პირველყოფილი ადამიანების ნამოსახლარებიდან; ბრინჯაოს ხანის სამივე საფეხურის დამახასიათებელი ექსპონატები; ადრე რკინის ხანის პერიოდის ნივთები; კლასობრივი პერიოდის ნიმუშები და შემდგომ, პირველი საუკუნიდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ყველა ექსპონატი.

ადგილობრივი ნიმუშები მუზეუმში გამოფებილი მასალის დაახლოებით 95 პროცენტს შეადგენს. დანარჩენსსაქართველოს ეროვნული და ხელოვნების მუზეუმებიდან და ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გამოგზავნილი მასალები ავსებს.

- ”ახალი მასალები შემოვიდა მას შემდეგ, რაც განახლდა ახალციხის ციხე. რაღაცა ნაწილი ყოველთვის იყო ჩვენთან, მაგრამ ახლა ახალი საგამოფენო სივრცისთვის ძალიან დაგვეხმარნენ და მხარში დაგვიდგნენ კეკლიძის სახელობის ხელნაწერთა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმები”, - ამბობს მუზეუმის ადმინისტრაციის მენეჯერი ციური ლაფაჩი და იმ მოტივით, რომ ბევრი ექსპონანტია და მათი ჩამოთვლა გაუჭირდება, მათი დასახელებისგან თავს იკავებს, -”კონკრეტულად რა შემოვიდა, ძნელი სათქმელია, მრავლია და ზეპირად ვერ ჩამოვყვები”.

მისივე განმარტებით, ამ ექსპონატებში არ არის აწყურის ღვითისმშობლისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატები. ხელთუქმნელი სიწმინდეების გადატანა ახალციხეში ციხის გახსნისთვის იგეგმებოდა. ამ იდეას საპატრიარქოს მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. ხატების გადაბრძანების შეჩერების მოთხოვნით, მუზეუმთან საპროტესტო აქციებიც გაიმართა. საპატრიარქო სიწმინდეების დაზიანებისაგან დაცვის მიზნით მათ ტრანსპორტირებას შეეწინააღმდეგა. გარდა ამისა, სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ექსპონატები ვერ გაუძლებდა ახალაშენებულ საგამოფენო სივრცეებში არსებულ სინესტესა და საღებავების სუნს. საპროტესტო აქციის საპასუხოდ მუზეუმიდან ხატების ახალციხეში დროებით გადაბრძანების პროცესი საქართველოს პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა შეაჩერა.

რატომ არ ჩამოაბრძანეს ხატები მუზეუმში, ციური ლაფაჩისთვის უცნობია. რაც შეეხება მუზეუმის საგამოფენო სივრცის პრობებს, მისი თქმით, მუზეუმი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს: ”ახალი ტექნოლოგიები დაინერგა და ყველა ექსპონატი დაცულია”.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ძველსა და ჭობარეთში აღმოჩენილ  ჭურჭელს გამოფენენ
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმს 300–მდე ახალი ექსპონატი შეემატა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
მიხეილ გიორგაძემ ახალციხის ციხე და  მუზეუმი მოინახულა
სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ