სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია და საკრებულო ახალ შენობაში იანვრიდან გადავა

მთავარიპოლიტიკა 19.11.2014
ქალაქ ახალციხის მერია და საკრებულო ახალ, გარემონტებულ შენობაში მომავალი წლის იანვრიდან გადავა. ამავე შენობაში განთავსდება მერიას დაქვემდებარებული ააიპ–ები, გარდა ჯანდაცვის ააიპ–ისა და დასუფთავების სამსახურისა.

ახალციხის მერია და საკრებულო ახალ შენობაში იანვრიდან გადავა

კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ტენდერი 511.856 ლარზე გამოცხადდა. აღნიშნული თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სამუშაოებს გორის ერთ–ერთი სამშენებლო კომპანია ასრულებს.

„როგორც ვიცი ერთ ტენდერად დაიდო მცხეთის, გორის და ზუგდიდის ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად. დაახლოებით 2 მილიონ ნახევარზე იყო საუბარი, ყველა ტენდერი ერთმა კომპანიამ მოიგო და ერთობლივად ასრულებს ამ სამუშაოებს. რეაბილიტაციის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. საჭირო ინვენტარით კი GIZ–ი გვეხმარება“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

მისივე თქმით, ახალგარემონტებულ შენობაში ქალაქის მერია, საკრებულო და ყველა არსებული ააიპ–ი გადავა.

„სამედიცინო ააიპ–ი და დასუფთავების სამსახური ისევ იმ შენობაში დარჩება, სადაც ახლა მუშაობენ. დანარჩენი, ვინც ახლა ამ შენობაშია, ყველა ახალ შენობაში გადავა. აქ ვერ ვმუშაობთ კარგად, იმიტომ, რომ შეზღუდულები ვართ. სამსახურებს ვერ ვთხოვთ საქმეს, რადგან სკამებზე რიგრიგობით სხედან“, – ამბობს გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ ახალ შენობაში ყველა სამსახურისთვის იქნება ადგილი. ასევე გაკეთდება ორი დარბაზი, რომლებიც საკრებულოს სხდომებისთვის და შეხვედრებისთვის იქნება გათვალისწინებული.

ქალაქის მერი ირწმუნება, რომ ახალი შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი.

„ეს პროექტში არ დევს, მაგრამ მე 2015 წლის ბიუჯეტში ვითვალისწინებ“, – ამბობს კოპაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.06.2018 FAO – 7-10 წელში ვეტერინარების რიცხვი მკვეთრად შემცირდება

17.06.2018 ახალციხეში „ოფროუდში“ ჩემპიონატი ჩატარდა [Photos\video]

17.06.2018 გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს

16.06.2018 სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ქალაქის მერია ახალ შენობაში გადასვლას აპრილის ბოლოს გეგმავს
ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა
რატომ ვერ შეასრულა ახალციხის მერმა ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება?
ახალციხის მერია მერიის შენობაში დარჩება
რომელ შენობაში განთავსდება ახალციხის მერია
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ბაკურიანში სახანძრო  აშენდა