FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში ბოლივუდი ფილმს იღებს

მთავარი 23.08.2012
ინდური პროდაქშენი - ”PVP CINEMA” - ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ფილმს იღებს. ფილმში ადგილობრივი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ

ახალციხის ციხეში ბოლივუდი ფილმს იღებს

ფილმში, რომელსაც ”სხვა სამყარო” ჰქვია, მოქმედება ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება.

”სხვა სამყარო” შეყვარებული წყვილის არიასა და ანუშკას სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს.

არიას შეყვარებული გარდაეცვლება და თავის მოკვლას გადაწყვეტს. სწორედ ამ დროს იგი სხვა სამყაროში მოხვდება, სადაც თავისი და შეყვარებულის ორეულებს ხვდება. არია შეყვარებულისთვის ბოროტ ძალებს ებრძვის. მთავარ გმირს სხვა სამყაროში არნახული ძალა აქვს. საბოოლოოდ ყველაფერი ბედნიერად მთავრდება.

- ”თავდაპირველად ფილმის გადაღებას ბრაზილიასა და იუტაში ვგეგმავდით, მაგრამ ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მეგობარმა პროდიუსერმა მირჩია ფილმის გადაღება საქართველოში გვეცადა. მართლაც საუკეთესო ადგილია, რაც კი მინახავს. გადავწყვიტეთ აქ გადაგვეღო”, - გვიხსნის ფილმის მთავარი პროდიუსერი ვინკი ჩილაკაპატი.

მისივე თქმით, ფილმის ეპიზოდების საქართველოში გადაღება კიდევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ”პირველი ის, რომ ნაკლებ თანხებთან არის დაკავშირებული. მეორე ის, რომ ხელისუფლების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. გვეხმარებიან უფასო ლოკაციებით. ვიზის გაკეთება ჩვენს ქვეყანაში რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, აქ კი საქართველოში ჩამოსულებს დაგვახვედრეს”.

ახალციხის ციხის დირექტორის ნოდარ გოროხოვის თქმით, ფილმისთვის ციხის ტერიტორია უსასყიდლოდ დაუთმეს: ”ეს კარგი რეკლამაა ჩვენი ქვეყნისა და ამ ადგილისთვის”.

ფილმის მთავარ გმირს, არიას, რომელიც მთავარ გმირს მეათე ფილმში თამაშობს, საქართველო ძალიან მოეწონა.

- ”ძალიან კარგი და ლამაზი ქვეყანა გაქვთ. რაც შეეხება ჩემს გმირს, ის დიდი ძალით და ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, თუმცა ძალიან გულჩვილია. ჩემი გმირისგან ძალიან განვსხვავდები”, - ამბობს იგი.

საქართველოში ფილმი ახალციხის გარდა, თუშეთში, თელავში, ყვარელსა და ალაზნის ველზე გადაიღეს. გადარებებში ადგილობრივი ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ. ადგილობრივ ახალგაზრდებს ახალციხეშიც იღებენ. მათი ანაზღაურება დღეში 30 ლარია.

- ”ჯარისკაცის როლს ვასრულებ. დღეში 30 ლარს გვიხდიან”, - ამბობს ანში მცხოვრები ილია ტაბეშაძე.

ფილმში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ.

- ”ჩემი როლი უარყოფითი პერსონაჟია, რომელსაც თავისი სამყარო აქვს”, - ამბობს მსახიობი გივი ჩუგუაშვილი.

40-კაციანი ჯგუფი ახალციხის ციხეზე ფილმის გადაღებას 25 აგვისტოს დაასრულებს. შემდეგ გადაღებები ინდოეთში გაგრძელდება.
ფილმის პრემიერა 14 თებერვალს იგეგმება.

ფილმის ბიუჯეტი 10 მილიონი დოლარია. აქედან სამი მილიონი საქართველოში იხარჯება.

ფილმის გადაღებაში ინდოელ პროდიუსერებს დახმარებას ქართული გადამღები ჯგუფი ”METRO PRODAQSENI” უწევს.

ახალციხის ციხეში ბოლივუდი ფილმს იღებს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში დოკუმენტური ფილმის სცენებს იღებენ
ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის'  ჩვენება გაიმართება
ბორჯომის პარკში ინდური ფილმის სცენები გადაიღეს
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართება