FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში კლიპს იღებენ

მთავარი 23.08.2012
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სოფო ნიჟარაძისა და ხუაკინ კორტესის მონაწილეობით ვიდეო-კლიპის გადაღება ხვალ დასრულდება

ახალციხის ციხეში კლიპს იღებენ

ზედა ციხის ტრიტორიაზე ამერიკელი კომპოზიტორის, კრისტიან ლეოცის სიმღერაზე, ”როცა ჩვენ ვცეკვავთ” ვიდეო-კლიპის გადაღება უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სიმღერა, რომელიც სოფო ნიჟარაძის ახალ ალბომში შევა, ინგლისურენოვანია.

ვიდეო-კლიპში მთავარ როლს სოფო ნიჟარაძესთან ერთად ფლამენკოს მეფედ აღიარებული მსოფლიო ვარსკლვავი ხუაკინ კორტესი ასრულებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონცერტი ბათუმის პიაცაზე გამართა. ახალ ვიდეო-კლიპში მსოფლიო ვარსკვლავის ცეკვის ელემენტები იქნება გამოყენებული.

კლიპის სცენარი ეპიკური ჟანრისაა. მასზე ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი და მისი გადამღები ჯგუფი მუშაობს.

- ”ეს არის ვიდეო-კლიპი სოფო ნიჟარაძის ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე, მისი ახალი ალბომიდან, რომელიც წლის ბოლომდე გამოვა. ახალციხის ციხე არის არაჩვეულებრივი ადგილი, ძალიან ლამაზი და კარგად ერგება იმ სცენარს, რომელითაც რეჟისორი ამ კლიპზე მუშაობს”, - ამბობს პროექტის მენეჯერი თამუნა ლილუაშვილი.

ვიდეო კლიპის გადაღება სოფო ნიჟარაძის ახალ სიმღერაზე სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. ახალ კლიპს კი მაყურებელი ქართულ ტელე-სივრცეში აგვისტოს ბოლოს ნახავს.

ახალციხის ციხეში კლიპს იღებენ

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ისევ გადაღებებია
ახალციხის ციხეში დოკუმენტური ფილმის სცენებს იღებენ
რაბათში ბოლივუდის რომანტიკული თრილერის სცენებს იღებენ
ახალციხის ციხეზე გალაკონცერტი მიმდინარეობს  [ფოტო/ვიდეო]
„მოამბის“ ოპერატორი სოფო ბობოხიძე გარდაცვლილი იპოვეს
კვირის აქცენტი: ‘დაგეგმე შენი ბიუჯეტი’ პროექტის ახალი ეტაპი [ვიდეო]
კვირის აქცენტი: ახალციხის ციხე ტურისტულ სეზონზე [ვიდეო]