FM97.5 / LIVE

ახალციხეში სახურავის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო

მთავარისამართალი 14.11.2014
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურეობრივი სიყალბე და დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში დახმარება; ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო;

ახალციხეში სახურავის  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
დღეს, 14 ნოემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტების რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წაიკითხეს.

მერაბიშვილთან და ქასრაშვილთან ერთად ბრალდებული შპს „სამცხე XXI“- ს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის საქმე, გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეს გამოეყო.

პროკურორ თამარ ზურაბაშვილის განცხადებით, მერაბიშვილმა და ქასრაშვილმა ასპინძის ქუჩაზე N28 კორპუსის სახურავზე შესრულებული სამუშაოს შემოწმებისას ყალბი აქტი შეადგინეს, იმისთვის, რომ სამუშაოს შემსრულებელ შპს „სამცხე XXI“- ს თანხა ჩარიცხვოდა: „ამ ყალბი აქტის შედგენის შემდეგ გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და „სამცხე XXI“- ს თანხა სრულად ჩაერიცხა. მერაბიშვილისა და ქასრაშვილის ქმედებით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ფარცახაშვილმა კი 28 000 ლარი მიითვისა“.

ბრალდებულების ადვოკატის, ირაკლი ბარძიმაძის განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. მისივე თქმით, „სამცხე XXI“- მა სამუშაოები არათუ სრულად, არამედ იმაზე უკეთ შეასრულა ვიდრე ეს ხელშეკრულებით ევალებოდა: „ასე, ალბათ, მას ახალ ხელისუფლებასთან თავის გამოჩენა სურდა“.

ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია.

როგორც ბარძიმაძე აცხადებს, მათი დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დროს ყველა გოჯი სათითაოდ აიზომა და დადასტურდა, რომ ის ხე მასალა, რას გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს სდებენ ადგილზეა: „პროკურატურის დაკვეთით კი თემატური ექსპერტიზა ჩატარდა. იქ არავის დაუთვლია რა მოცულობის ხე მასალაა გამოყენებული და არ ვიცი, მერაბიშვილსა და ქასრაშვილს რას ედავებიან“.

ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართებაში გამამართლებელი განაჩენი დადგება: „ფარცახაშვილს 28 000 გაატანეს და თვითონ ბულკის ფული არ წამოიღეს?! ეს ხომ აბსრუდია?!“

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ედებათ: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - 332-ე მუხლი; სამსახურეობრივი სიყალბე - 342-ე მუხლი, მითვისებასა და გაფლანგვაში დახმარება 182-ე მუხლი; გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ქასრაშვილსა და მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან 11 წლამდე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო პოლიციამ მერაბიშვილი, ქასრაშვილი და ფარცახაშვილი 11 აპრილს დააკავა. მეორე დღეს მათ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაო შეეფარდათ. საქმე ახალციხეში ასპინძის ქუჩაზე N28 კორპუსის სახურავს ეხება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სახურავის საქმეზე მუშები დაიკითხნენ
გამგეობის ყოფილი სპეციალისტები განაჩენის მოლოდინში
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების განაჩენს დაცვის მხარე ასაჩივრებს
სახურავის საქმეზე ბოლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო
ახალციხეში სახურავის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
სასამართლომ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები 1700 ლარით დააჯარიმა
სააპელაციო სასამართლო სახურავის საქმეს იხილავს