FM97.5 / LIVE

”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის” ახალგაზრდებს შეხვდა

მთავარისაზოგადოება 21.08.2012
ორგანიზაცია ”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის” ადიგენსა და ახალციხეში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა

”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის”  ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრა ახალციხის ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” შედგა და მას ოცამდე ახალგაზრდა დაესწრო.

ორგანიზაცია, რომელშიც 13 პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით ფუნქციონირებს.

ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში.

დღევანდელ შეხვედრაზე ადგილობრივ ახალგაზრდებს სამი პარტიის: ”ნაციონალური მოძრაობის”, ”ეროვნული ფორუმისა” და ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები შეხვდნენ.

ახალგაზრდებმა ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებზე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე ისაუბრეს.

- ”რეგიონებში გზების დაგება და გაზის შეყვანა არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების პიარის საშუალება. ადგილობრივი თვითმმართველობა არ არსებობს, ყველაფერს ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს”, - განაცხადა ”რესპუბლიკური პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა ლაშა მესხმა.

”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი შორენა ხორბალაძე ახალგაზრდებს სამოქალაქო საზოგადოების რაობის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას ვერ დაესწვრნენ ”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებსაც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ”ბოლივუდის” ფილმში იღებენ.

შეხვედრაზე უმრავლესობას ”ქართული ოცნების” აქტივისტები წარმოადგენდნენ.
”ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის” შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. შემდეგი შეხვედრა მარნეულსა და ზუგდიდში გაიმართება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ახალგაზრდა ''ქრისტიან-დემოკრატების”  დისკუსია

"ქართული ოცნება” ახალგაზრდულ პროექტებს იწყებს
„ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამომავლო გეგმები (R)
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
'ნაციონალური მოძრაობის' ლიდერები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა