FM97.5 / LIVE

ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 21.08.2012
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქში ოთხი პარტია იბრძოლებს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” და კოალიცია “ქართული ოცნება”

ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში 21 პარტია და 2 ბლოკი იბრძოლებს. ორი ათეული პარტიიდან ახალქალაქში მხოლოდ სამი პარტია და ერთი ბლოკია.

“ახალი მემარჯვენეების” ოფისი ახალქალაქში დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა. თუმცა, ყოველთვის ღია არ არის.
”სამხრეთის კარიბჭეს” ოფისი ღია მხოლოდ მესამე მისვლაზე დახვდა. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე ოფისში სიმშვიდეა.
პარტიაში ამბობენ, რომ წარმომადგენლებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 65-70%-ს ფარავენ. მთლიანის დაფარვას ფინანსების სიმცირის გამო ვერ ახერხებენ.

პარტია ახალქალაქის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს როგორც პარტიული, ასევე მაჟორიტარული პრინციპით. წინასაარჩევნო სამუშაოებში პარტია განსაკუთრებულ პრობლემებსა და ბარიერებს არ წაწყდომია.

პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი გრიგორ მნაცაკანიანია, რომელიც ამომრჩეველს დავით გამყრელიძემ დღეს წარუდგინა.

- “სოფლებში შეხვედრებს ვატარებთ და ჯერჯერობით ბარიერები არ შეგვქმნია. ჩვენი მიზანია ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან პარლამენტში, პარტიული სისტემით, ხმების მინიმუმ 15-20%-ით შესვლა”, - აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი გრიგორ მნაცაკანიანი.

ასევე დაახლოებით ორი თვის წინ გახსნა ოფისი ახალქალაქში კოალიციამ “ქართული ოცნება”. “ახალი მემარჯვენეების” ოფისისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” ოფისი გახსნის დღიდან ღიაა და იქ მუდამ ხალხმრავლობაა.

პარტიის წარმომადგენელთა თქმით, თანამოაზრეები მთელს მუნიციპალიტეტში ჰყავთ, მაგრამ წინასაარჩევნო მუშაობის პროცესში პრობლემები ექმნებათ. შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჟვანიას თქმით, ისინი სოფლებში გამგეობის რწმუნებულების შექმნილი ბარიერების გამო სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ.

არჩევნებში ეს პარტიაც ორივე, პარტიული და მაჟორიტარული სისტემით მიიღებს მონაწილეობას.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატი ახალქალაქში საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ორგანიზაცია “ჯავახკის” ლიდერი ნორიკ კარაპეტიანი იქნება.

- “ჩვენს აქტივისტებს აშინებენ, ხელისუფლებამ ერთი ჩვენი აქტივისტი დააპატიმრა და 6 წლიანი განაჩენი გამოუტანა. ჩვენი რეგიონის ძალოვანი სტრუქტურები პირდაპირ ამბობენ – ითანამშრომლებთ მათთან? ჩაგსვამთ, დაგაპატიმრებთ”, - ამბობს გიორგი ჟვანია.

პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ახალქალაქში მუდმივი ოფისი აქვს და ორი თვეა, რაც შტაბი აქტიურად მუშაობს.
არჩევნებში მმართველი პარტიაც ორივე – პარტიული და მაჟორიტარული სისტემით მიიღებს მონაწილეობას. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე წამოაყენა თავისი მაჟორიტარი კანდიდატი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან – მუნიციპალიტეტის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი სამველ პეტროსიანი.

წინასაარჩევნო სამუშაოებში პარტიას არანაირი ბარიერები არ ექმნება და მშვიდად განაგრძნობს საქმიანობას.

- “ჩვენი შტაბი წინასაარჩევნო რეჟიმში, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ოპოზიციას თავისი ხალხი ყავს, ყველა თავის რეგიონში მუშაობს, ჩვენც ჩვენი აქტივისტები გვყავს. არავინ არავისზე ახდენს ზეწოლას”, - ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელი ჰარუთიუნ ოგანნესიანი.

“ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას” ოფისი ახალქალაქში უკვე რამდენიმე წელიწადია აქვს. თუმცა ძალიან იშვიათადაა ღია. შტაბის ხელმძღვანელი სოსო ბალახაძე ამბობს, რომ ისინი ინტენსიურად მუშაობენ ოფისის გარეთ და ამიტომ ოფისს იშვიათად აღებენ.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც” ორივე - პარტიული და მაჟორიტარული სისტემით აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. სოსო ბალახაძის თქმით, წინასაარჩევნო “მაჟორიტარი კანდიდატი აუცილებლად ეყოლებათ.

-”უნდა გადავწყვიტო, ეს ვინ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამიკეთებია, რეგისტრაციის დრო კიდევ გვაქვს. შესაძლოა ეს კანდიდატი მე ვიყო, შესაძლოა არა”, – ამბობს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელი სოსო ბალახაძე.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

”ქრისტიან-დემოკრატებმა” ახალქალაქში მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელეს
ახალქალაქში  “ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა
ექვსი პარტიული ოფისიდან ხუთი დაიკეტა
ახალქალაქში არჩევნების მოახლოვება არ იგრძნობა
'პატრიოტთა ალიანსმა' ახალქალაქში მერობის კანდიდატი წარადგინა
“ქართულმა ოცნებამ” სოფელ ხავეთში მოსახლეობასთან შეხვედრა ვერ შეძლო
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში