სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 12.11.2014
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, წყლის მილის დაზიანების გამო, მეორე დღეა მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
წყლის მიწოდება გუშინ, 11 ნოემბერს, დილით შეწყდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გია დალალიშვილი ამბობს, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის ძველი მილი დაზიანდა: „ახლა უნდა მოვნახოთ დაერთების ადგილი, რომ ის ძველი მილი გავაუქმოთ და მის ადგილზე ახალი ჩავსვათ“.

ახალციხის წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები გუშინ საღამოს დაიწყეს.

„გვიანობამდე ვეღარ ვიმუშავეთ, რადგან იმ ადგილზე, სადაც დაზიანებული მილია, ცენტრალური მილიც გადის და შეიძლება მუშაობის პროცესში ცენტრალური მილი დაზიანებულიყო. ამიტომ რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შევუწყვიტეთ, რომ წყალი ზემოთ არ ამოსულიყო და გზა არ მოეყინა“, – ამბობს დალალიშვილი.

წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა სასმელი წყლის აღდგენითი სამუშაოები დღეს დილით განაახლეს, როგორც გია დალალიშვილი ამბობს, დაზიანებული მილის ახალი მილით ჩანაცვლების შემდეგ რუსთაველის ქუჩაზე სასმელი წყლის მიწოდება აღდგება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


25.04.2018 საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება იწყება

24.04.2018 ახალციხეში 36 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა

19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.04.2018 სად ვერ მოწევთ სიგარეტს პირველი მაისიდან

25.04.2018 აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო

24.04.2018 წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება

24.04.2018 საბარგო სადგურზე ახლადგაკეთებული ბორდიურები იშლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში წყლის მიწოდება აღდგა
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ახალციხის 16 ქუჩას სასმელი წყალი არ აქვს – როდის აღდგება მიწოდება
რატომ იტბორება დილიდან კოსტავას ქუჩა