FM97.5 / LIVE

11 ნოემბერს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 10.11.2014
ხვალ,11 ნოემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში სახალხო დღესასწაული ზარზმობა აღინიშნება. ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15.000 ლარი გამოიყოფა.

11 ნოემბერს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
სახალხო დღესასწაული ზარზმობა დილის 10:00 საათზე საზეიმო წირვით დაიწყება. 13:00 საათზე კი გაიმართება კონცერტი, ასევე მოეწყობა მესხური ნობათის გამოფენა.

„დღესასწაულზე მოწვეულია სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლი, მათ შორის „ერისიონი“. იქნება სიმღერები, ცეკვები. სტუმრებს კუთხური სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლებათ. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.
ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15.000 ლარი გამოიყოფა.

ზარზმობა, სოფელ ზარზმაში, წლებია აღინიშნება. ამ დღეს სოფელში ადგილობრივები ადიგენის სხვადასხვა სოფლიდან იკრიბებიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ დღესასწაულზე შვიდივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი, მხარის გუბერნატორი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრებიც არიან მიწვეულები.

საზეიმო ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი ვერ დაესწრება. პრემიერ–მინისტრის პრესცენტრის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი ამბობს, რომ მიზეზი პრემიერ–მინისტრის გადატვირთული სამუშაო განრიგია.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს უკავშირდება. დღეს, 11 ნოემბერს, ზარზმის მონასტრის დამაარსებლისა და მისი პირველი წინამძღვრის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეა.

სერაპიონ ზარზმელი, რომელიც IX საუკუნეში მოღვაწეობდა, წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მას ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა, სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა.

მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის ტიპოკონი. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს ზეიმობენ
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
რა ღონისძიებები გაიმართება 'ზარზმობის' დღესასწაულზე