სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის

მთავარისაზოგადოება 10.11.2014
პროგრამაში, რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთად განახორციელებს, ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, საქართველოსა და სომხეთის ხუთ რეგიონში ხორციელდება: სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შირაქში, ლორში და ტავუში.

„ეს გახლავთ საქართველო–სომხეთის საზღვრისპირა რეგიონების სოციალური ეკონომიკური განვითრების მხარდაჭერის პროექტი. თითო პროექტის ბიუჯეტი უნდა იყოს 20 000 ვეროდან 250.000 ევრომდე. საერთო ჯამში გათვალისწინებულია 1. 350. 000 ევრო“, – განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის შესაძლებლობათა გაძლიერების ექსპერტმა ლორენცო ნავამ, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და საგრანტო კონკურსის შესახებ ესაუბრა.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეირჩევა. ესენია: რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ასევე ბიზნესის, ახალგაზრდული საქმიანობის, ტურიზმისა და კულტურული სფეროების ხელშეწყობა. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 3 თებერვალია. გამარჯვებული 2015 წლის მაისში გამოვლინდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მსგავი სახის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ასევე არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი მაკა სუდაძე.

მისივე თმით „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს და სომხეთში პარტნიორი ორგანიზაცია უკვე შერჩეული ჰყავთ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამაში საქართველო 2012 წლიდან არის ჩართული.

„აქამდე ეს პროგრამა მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ ქართველი და სომეხი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დააკავშირა ერთმანეთს. ჩატარდა სხვადასხვა სახის ტრენინგები. როგორ უნდა დაიწეროს პროექტები, როგორ შეივსოს საგრანტო განაცხადები, ნაბიჯ–ნაბიჯ მოგვამზადეს ორგანიზაციები დღევანდელი დღისთვის“, – ამბობს მაკა სუდაძე.

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის


[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
ევროკავშირის შეთავაზება სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს
საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
ევროკავშირი საქართველოსა და სომხეთს ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით საგრანტო კონკურსი ცხადდება
ახალგაზრდული პროექტი ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით
რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა