FM97.5 / LIVE

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 21.08.2012
ახალციხის რაიონულ სასამართლოში კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

“ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გეორგ მხჩიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველომ მიმდინარე წლის 23 ივნისს, 23:00 საათზე დააკავა.

მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით, რაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს.

წაყენებული ბრალის თანახმად, 1996 წლის 25 ოქტომბერს, არტაშეს ჩახმახჩიანმა კარლოს რაისიანის თხოვნით, ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩა #25ში მდებარე შენობა აუქციონის წესით შეიძინა. 2005 წლის 25 აგვისტოს კარლოს რაისიანის შვილის მელიქ რაისიანის მოთხოვნით ჩახმახჩიანმა ქონება გეორგი მხჩიანზე გადააფორმა.

- “გვედავებიან, რომ რეალურად, ეს შენობა მაინც მელიქ რაისიანისაა და ნასყიდობის ხელშეკურლება თვალთმაქცური გარიგებაა, ფაქტობრივად, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონიაო. ამბობენ, რომ ამ ქმედების გამო მოხდა დანაშაული და მხჩიანმა გააყალბა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი”, - აცხადებს გეორგ მხჩიანის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე.

26 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მხჩიანი ბრალდებულად ცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მხჩიანის საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2012 წლის 16 აგვისტოსთვის იყო ჩაინიშნული, თუმცა, 5 დღით გადმოიწია. დღეს დანიშნული სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო და 27 აგვისტოსთვის დაინიშნა. გადადების მიზეზი განსასჯელის ადვოკატის გიორგი ჯვარიძის პროცეზე გამოუცხადებლობა გახდა. როგორც მოსამართლე გია ბერაიამ განაცხადა, მიზეზი საპატიო იყო, რადგან ადვოკატს მამა გარდაეცვალა.

- ”პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული. როგორც კი მან ოფისი მოგვაქირავა, ახალქალაქის პოლიცია დაემუქრა დაგაპატიმრებთო და დააპატიმრეს კიდეც. ამიტომ, ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს”, - განაცხადა გიორგი ჯვარიძემ.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

გეორგ მხჩიანის სასამართლო პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
“ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს პატიმრობა შეუფარდეს
პროკურატურამ ბრალდებებზე უარი თქვა
გაჭიანურებული პროცესი
გეორგ მხჩიანის სასამართლო  პროცესი გრძელდება
გეორგ მხჩიანის სასამართლო სხდომა საპროტესტო მსვლელობით გაგრძელდა
მხჩიანი თავდებით გაათავისუფლეს