FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს

მთავარისამართალი 10.11.2014
გამოძიების ხელახლა დაწყება და განაჩენის გადასინჯვა; ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახი საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბესო ენდელაძის ოჯახს ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდება, საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, იგი მთავარ პროკურატურას მიმართავს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით, ხევაშენში გარდაცვლილი ბესო ენდელაძის საქმეში ბრლადებულ ალექსანდრე ბაღდოშვილს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვის ვადით მიესაჯა. ბაღდოშვილი მსჯავრდებული სსკ-ის 276-ე მუხლით იქნა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახი დარმწუნებულია, რომ ბესო ენდელაძე მოკლეს და ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

„სასამართლოს განაჩენის გაცნობის შემდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მივმართავთ. ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალციხის სასამართლოს განაჩენის გადასინჯვას მოვითხოვთ“, - ამბობს საიას იურისტი რევაზ რევაზიშვილი.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე გადაწყვეტილება 7 ნომებერს გამოიტანეს. განაჩენი მხარეებსა და დაზარალებულს 14 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეთ.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა ამ საქმეში ბრლადებულ ალექსანდრე ბაღდოშვილს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლით დასდეს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
2–წლიანი პირობითი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს