FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მთავარისამართალი 07.11.2014
ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმეში ბრალდებულ ალექსანდრე ბაღდოშვილს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალექსანდრე ბაღდოშვილი დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ცნეს. მას თავისუფლება 5 წლითა და 6 თვის ვადით აღეკვეთა, ასევე, ჩამოერთვა ტრანსპორტის მართვის უფლება 2 წლით. მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაიყვანეს.

პროკურატურა ბაღდოშვილს ბრალს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით სდებდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევას ნასვამ მდგომარეობაში გულისხმობდა. თუმცა, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია არ გაიზიარა.

„კარგია, რომ მოსამართლემ ბრალის კვალიფიკაცია შეცვალა. ბაღდოშვილი უბედური შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა“, - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი და ამატებს, რომ მოსამართლემ მკაცრი გადაწტყვეტილება გამოიტანა. ამიტომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების შემდეგ, მათ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

„მოვიფიქრებთ რას როგორ გავაკეთებთ“, - ამბობს ბრალდებულის მამა გია ბაღდოშვილი.

დაზარალებულებისთვის მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ბესო ენდელაძე განზრახ მოკლეს და ეს არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევა.

„ბოლომდე ვიბრძოლებ, ყველა გზას მივმართავ სიმართლის დასადგენად“, - ამბობს გარდაცვლილი ბესო ენდელაძის დედა ნაზი აბუთიძე.
მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ხევაშენის მკვიდრი, 23 წლის ბესო ენდელაძე, 2013 წლის 16 დეკემბრის ღამეს სოფელ ვარხანში უგონო მდგომარეობაში, სისხლის გუბეში ნახეს. იგი უგონო მდგომარეობაში 47 დღე იყო. ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებული არიან, რომ ბესო მოკლეს, თუმცა საქმის ძიება ამ დრომდე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ოჯახი ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს
რატომ მიმართა სასამართლოს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედამ
რას პასუხობს მთავარი პროკურატურა ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს