FM97.5 / LIVE

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე სრულდება

მთავარისამართალი 07.11.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენში გარდაცვლილი 23 წლის ბესო ენდელაძის საქმის სასამართლო პროცესები დღეს სრულდება. მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოიტანს.

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე სრულდება

ბესო ენდელაძის საქმეზე დღეს, 7 ნოემბერს, ბოლო სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა, სადაც განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ბრალდებული უბედური შემთხვევის დროს ფხიზელი იყო. მისი თქმით, იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, ალკოტესტის პასუხი და არც რაიმე ფოტომასალა მოიპოვება საქმეში.

ასევე მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ მიმალულა: „მან ამის შესახებ პირველივე შემხვედრს ბესიკ მსხვილიძეს უთხრა“.

მისივე თქმით, საქმისადმი ბრალდებულის დამოკიდებულება კარგად ჩანს იმ გარემოებაში რომ, მან სოლიდური თანხა გადაიხადა ენდელაძის მკურნალობაში: „თუმცა, ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ ბრალის შემსუბუქებას ვითხოვთ“.

ადვოკატი ისევ ითხოვს, რომ ა.ბ.–ს ბრალი დასდონ 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას ფხიზელ მდგომარეობაში, არ ეთანხმება მას პროკურორი და აცხადებს, რომ ა.ბ.–ს ბრალი უნდა დასდონ 276–ე მუხლის მე–6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას არაფხიზელ მდგომარეობაში. ასევე პროკურორი აცხადებს, რომ ბრალდებული დანაშულის ადგილიდან მიიმალა.

მოსამართლე სათათბირო ოთახშია გასული და გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოიტანს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე პროკურორმა საბოლოო სიტყვა წაიკითხა
ბესო ენდელაძის საქმეს პროკურატურა უზენაესში ასაჩივრებს
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულს 5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში ბრალდებულად კიდევ ერთ პირი ცნეს
2–წლიანი პირობითი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე მოწმეები აღარ დაიკითხებიან
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო