FM97.5 / LIVE

ახალციხეში პედაგოგები დააჯილდოვეს

მთავარისაზოგადოება 03.11.2014
საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 65 პედაგოგი დააჯილდოვეს, რომლებსაც მასწავლებლად მუშაობის 40–45 წლიანი გამოცდილება აქვთ.

ახალციხეში პედაგოგები დააჯილდოვეს
საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიულ კავშირში ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 18 სკოლა და 10 საბავშვო ბაღია გაწევრიანებული.

"ჩვენი ორგანიზაცია წელიწადნახევრის წინ დაარსდა, უკვე მოვიარეთ საქართველოს 30 რაიონი და 7 700 წევრი გვყავს. ახალციხის მუნიციპალიტეტის 18 სკოლასა და 10 ბაღში გვაყვს უკვე წევრები და მათ შორის 40–45 წლის სტაჟის მქონე პედაგოგები დავაჯილდოვეთ", – ამბობს საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის დამფუძნებელი და ვიცე–პრეზიდენტი ეკატერინე ჩერქეზიშვილი.

პედაგოგებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სკოლებს კი საჩუქრად ინგლისურენოვანი სახლემძღვანელოები გადაეცათ.

"თითო სკოლისთვის დაახლოებით 20–22 დამხმარე სახელმძღვანელოა გათვალისწინებული, თავისი სავარჯიშო რვეულებით", – განმარტავს ეკატერინე ჩერქეზიშვილი.

77 წლის ეთერი გელაშვილი ურაველის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად 1964 წლიდან მუშაობს. იგი ერთ–ერთია, იმ პედაგოგებს შორის, ვინც დღეს, 3 ნოემბერს საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის წევრებმა დააჯილდოვეს.

"პირველი ჯილდოა ჩემთვის და დიდი მადლობა ამ პატივისცემისთვის", – ამბობს ეთერ გელაშვილი.

"ეს ჯილდო ჩვენთვის გარკვეული სტიმულია, რომ უფრო მეტი შემართებით ვიმუშაოთ. პროფკავშირები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი მცირეოდენი წვლილი, რომელიც ახალგაზრდების აღზრდაში შევიტანეთ დაფასებული იყოს", – ამბობს პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე.

პედაგოგების დაჯილდოვების ცერემონიალს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქალაქ ახალციხის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მგალობელთა გუნდმა და ფოლკლორულმა ანსაბლმა „მესხი ფრთოსანი“.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს პედაგოგებს 'ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი'
ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე სამცხე–ჯავახეთის პედაგოგები და დირექტორი დააჯილდოვეს
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო
ახალციხის მერიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე აღუნიშნა [Photo]
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტაცია
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა