FM97.5 / LIVE

რატომ შეფერხდა ასპინძაში წყლის მრიცხველების მონტაჟი

მთავარიეკონომიკა 03.11.2014
დაბა ასპინძაში სასმელი წყლის გამრიცხველიანება, რომელიც აგვისტოდან მიმდინარეობდა, შეწყდა. კომპანიაში შეფერხებას სამუშაოების შემსრულებლის მოუცლელობას უკავშირებენ და ირწმუნებიან, რომ მალე გაგრძელდება. თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რაც ასპინძაში სასმელ წყალს შეეხება.

რატომ შეფერხდა ასპინძაში წყლის მრიცხველების მონტაჟი
დაბა ასპინძაში სასმელი წყლის მრიცხველებს კომპანია „ნიუ კომუნალ სერვისი“ ამონტაჟებს. კომპანიამ 600 აბონენტი უნდა გაამრიცხველიანოს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ბაგინაშვილი განმარტავს, რომ „ნიუ კომუნალ სერვისს“ მრიცხველების დასამონტაჟებლად ტენდერი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვს მოგებული და სამუშაოებს რამდენიმე ქალაქში აწარმოებს. ეს არის მიზეზი, რომ დაბა ასპინძაში მრიცხველების დამონტაჟება დროულად ვერ დასრულდა.

„შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს და ვუთხარით, რომ სამუშაოები დროში გაიწელა. შეგვპირდნენ გაგრძელებას“, – ამბობს გიორგი ბაგინაშვილი და ამატებს, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

როგორ დამონტაჟდება მრიცხველები კორპუსებში, ჯერ გაურკვეველია. ბაგინაშვილი განმარტავს, რომ საკითხი არა ერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული: „კორპუსების გამრიცხველიანება რთული თემაა შიდა მოწყობილობის კონსტრუქციის გამო. ეს პრობლემაა სხვა ქალაქებშიც. ყველაფერი დამატებით თანხებს და დამატებით შესწავლას საჭიროებს“.

„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში“ განმარტავენ, რომ კორპუსებში მრიცხველების დასამონტაჟებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

„მოსახლეობასთან ხშირად პრობლემაა, ვერ ხვდება რა არის ეს მრიცხველი და ა.შ“, –განმარტავს „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ პრესსამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი.

თითოეულ ოჯახს წყლის მრიცხველის დაყენება დაახლოებით 100 ლარი დაუჯდება. მრიცხველის საფასური 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა დაიფაროს.

„საკუთარ სახლებში უფრო ძვირი ჯდება დაყენება, ვიდრე ბინებში, თუმცა თანხა 100 ლარს არ აღემატება. დამონტაჟებიდან 6 თვის მერე იწყება გადახდა“, – ამბობს ნინო რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაბა ასპინძაში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით წყალი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოდან ჩამოიყვანეს.

ხანდოდან დაბა ასპინძაში სასმელი წყლის ჩამოყვანა ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები „საქჰიდრომშენმა“, 2010-11 წლებში განახორციელა. პროექტის ფარგლებში სოფელ ნიჯგორიდან დაბა ასპინძამდე, 7 კმ მანძილზე, პოლიეთილენის მილები ჩააწყეს. ჯამში 589,505 ლარი დაიხარჯა.

მეორე ეტაპზე კი სამუშაოები შპს „აზერმა“ დაიწყო. „აზერი“ პროექტში 2012 წელს ჩაერთო და მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიღება-ჩაბარების აქტი მიმდინარე, 2014 წლის იანვარში გააფორმა. სამუშაოების ღირებულებამ საერთო ჯამში 1,763,212.14 ლარი შეადგინა. „აზერმა“ სამუშაოები ახალქალაქის სოფელ ხანდოდან სოფელ ნიჯგორამდე შეასრულა. გაიყვანა 16 კმ-იანი მაგისტრალი და მოაწყო წყლის კაპტაჟი, რომელმაც წყლის დებეტის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

საერთო ჯამში თანხამ 2.352.717 ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი შედეგით კმაყოფილი არ არის.

„ყველა გადაბმის ადგილზე იხსნება და სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, ამას ასპინძის სერვისცენტრი და მთელი კომპანია იმკის. წნევას ვერ უძლებს და პერიოდულად ზიანდება. ამ წლის განმავლობაში 25–ჯერ მოგვიწია დაზიანებულის აღდგენა“, – ამბობს გიორგი ბაგინაშვილი.

„საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში“ კი აცხადებენ, რომ პრობლემა მათი მიზეზით არ იქმნება.

„პირველი ეტაპი ძველი ხელისუფლების დროს, გამგეობის დაკვეთით გაკეთდა. მაშინდელმა გამგეობამ შეარჩია კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც უხარისხოდ გააკეთა 7 კმ–იანი მაგისტრალი. ჩვენ გადმოგვეცა უკვე დასრულებული. ეს კომპანია ახლა გაკოტრებულია და არ ფუნქციონირებს. ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს იყო 15 კმ–იანი მაგისტრალი, რომელიც შეუერთდა ამ 7 კმ–იანს. ჩვენს მიერ გაკეთებული ძალიან კარგად მუშაობს და პრობლემა არ აქვს“, – განმარტავს ნინო რამიშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2-მილიონიანი პროექტი ხარვეზებით დასრულდა
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა
ასპინძაში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები დაგვიანებულ ხელფასებს ითხოვენ
ასპინძელებს სუფთა წყალი ენატრებათ
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს