სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში 9 შტატი შეამცირეს

მთავარიპოლიტიკა 02.11.2014
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერიაში 9 შტატი შეამცირეს. 9 შტატიდან 7-ზე თანამშრომლები იყვნენ დანიშნული. შვიდივემ სამსახური 1 ნოემბერს დატოვეს. გათავისუფლებულ თანამშრომლებს ორი თვის კომპენსაციას გადაუხდიან.

ახალციხის მერიაში 9 შტატი შეამცირეს

9-დან ერთი შტატი საკრებულოში შემცირდა - წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში, 8 კი მერიაში - მერის მოადგილე, ორი წარმომადგენელი, ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტი ელექტრონული ბაზების შექმნის საკითხებში, მერის თანაშემწე, მერის პირადი მდივანი, მთავარი სპეციალისტი განათლებისა და კულტურის სფეროში და შიდა აუდიტის წამყვანი სპეციალისტი.

9 შტატიდან თანამშომლები 7-ზე იყვნენ დანიშნულები.

საკრებულოს თავმჯდომარის კახა ბერიძის განმარტებით, საშტატო ნუსხის შემცირება აუცილებელი იყო: „მივიღეთ საშტატო ნუსხა, რომელშიც გამოვიყენეთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ფორმულა“.

მერიაში ამბობენ, რომ ყველა გათავისუფლებული ორი თვის კომპენსაციას მიიღებს. შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტში 31 ოქტომბერს, საკრბულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თუმცა, საკითხის დამტკიცებას საკრებულოში ხმაური მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ მერიაში არასწორად მოიქცნენ: „ელემენტარული გათვლა არ აქვთ. რატომ მიიღეს ორი თვის წინ თანამშრომლები, თუ უნდა გაეთავისუფლებინათ. ახლა ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხები რატომ უნდა გამოიყოს?!“

დეპუტატების განმარტებით, საკრებულოში ერთ შემცირებულ შტატზე კომპენსაცია 1.100 ლარი გაიცემა, მერიაში კი 6 შტატზე 15.200 ლარი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ვინ გაათავისუფლეს ახალციხის მერიიდან
ახალციხის მერიაში სამი შტატი გააუქმეს
ახალციხის საკრებულომ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა
ახალციხის მერიაში შტატიდან ხელშეკრულებაზე 6 თანამშრომელი გადაიყვანეს
მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
ახალციხის მერია და გამგეობა ვაკანსიებს აცხადებს
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს