სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 31.10.2014
რატომ არ დაუჭირა მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხუთმა დეპუტატმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხებიდან ერთ–ერთს, რომელიც გამგებლის მოადგილისა და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცებას ეხებოდა.

ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

31 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მეცხრე სხდომაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები, სახელმწიფო შესყიდვებში შესული ცვლილებები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მისი სტრუქტურულ ერთეულების საშტატო ნუსხაში შესული ცვლილებები და გამგებლის მოადგილისა და ერთ–ერთი სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ოდენობაში შეტანილი ცვლილებები დაამტკიცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გელა ლომიძის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუჯეტში თანხის დაზოგვის მიზნით რამდენიმე მუხლი შემცირდა.

„ეკონომიის გაკეთების მიზნით გამგეობის თანამშრომლების ხელფასები შევამცირეთ, ასევე შევამცირეთ საზღვარგარეთ მივლინების ხარჯები და საწვავი შეშა იმ დაწესებულებაში, სადაც გათბობას გამგეობა უზრუნველყოფდა, ეს არის საბავშვო ბაღები, სკოლები და სხვა“, – ამბობს გელა ლომიძე.

მისივე თქმით, ბიუჯეტში დაზოგილი თანხა სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მოხმარდება: „გზების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის თანხა 54 ათასი ლარით გაიზარდა; შრომის ანაზღაურების მუხლში, ორ თანამშრომელს მოემატა დეკრეტული თანხა და გამწვანების კუთხითაც გავზარდეთ თანხები“.
საკრებულოს სხდომაზე ხმაური ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისა და სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცებას მოჰყვა. ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

„ახლა ხელფასების გაზრდაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, გაჭირვებულებისთვის სოციალური პროგრამები უნდა გავაძლიეროთ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ გამგებლის მოადგილეს უმცირებენ ხელფასს და ამ დაზოგილი თანხით ზრდიან ერთ–ერთი სამსახურის უფროსის ხელფასს, აკნინებს სხვა სამსახურის უფროსების საქმიანობას“, – აღნიშნა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მარინე სუდაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის ხელფასის გაზრდა დატვირთული სამუშაო განრიგით ახსნეს.

„აღნიშნული სამსახურის უფროსი თითქმის 24–საათიანი რეჟიმით მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამიტომ მოემატა მხოლოდ ხელფასი. გარდა ამისა, ამისთვის ბიუჯეტში თანხა არ გაგვიზრდია, ეს მოხდა გამგებლის მოადგილის ხელფასის დაკლების ხარჯზე, ანუ გამგებლის მოადგილეს რომ ჰქონდა 1 750 ლარი გაუხდა 1 300, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს 1000 ლარი ჰქონდა და 1 200 გაუხდა, საერთო ჯამში 250 ლარი კიდევ დაიზოგა“, – განაცხადა ილია ზარდიაშვილმა.

ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის გამგეობა ბულდოზერს და ნაგავმზიდს ყიდულობს
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 4 შტატი დაემატა