FM97.5 / LIVE

ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 17.08.2012
ადიგენის საავადმყოფოსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ინა კაპანაძე სამსახურიდან დაითხოვეს

ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ადიგენის საავადმყოფოს ”უნიმედი სამცხეს” და ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმს ინა კაპანაძეს შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ყოფილი ექიმის განცხადებით, მისი სამსახურიდან გათავისულფების მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები იყო.

- ”მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ”ქართულ ოცნებასთან” კავშირში მოვიაზრებოდი, ადიგენის საავადმყოფოს მენეჯერი, ლალი ბალახაშვილი მოვიდა ჩემთან სახლში, თქმა ძალიან ერიდებოდა და თითქმის თხოვნით მითხრა, რომ სამსახური უნდა დამეტოვებინა. მიზეზი ის იყო, რომ მას ჩვენი სადაზღვევო კომპანიის ”ალდაგი ბი-სი-აი-ს” გენერალურმა დირექტორმა ეკა შავგულიძემ დაურეკა და უთხრა, რომ თუ მე სამსახურიდან არ გამათავისულფებდნენ კომპანიას პრობლემები შეექმნებოდა”, - გვიყვება კოალიცია ”ქართული ოცნების” ადიგენის შტაბის წევრი ინა კაპანაძე.

ამდენად მას, პირველი ივლისიდან, შეწყვეტილი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

- ”ოფიციალურ წერილით მაცნობეს: ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისულფლებული ხართ დაკავებული თანამდებობიდან”, - ამბობს კაპანაძე, რომელიც ადიგენის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ექიმ ნეონატოლოგად და ასევე სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურში ექიმად თითქმის 10 წელი მუშაობდა.

კაპანაძეს მას შემდეგ საავადმყოფოს ხელმძღვანელობისთვის სამსახური აღარ უთხოვია: ”ეს ისეთი რეგიონია, რომ არ ღირდა. თან რა მაქვს სათხოვარი, საავადმყოფო იმის გამო კიარ დამატოვებინეს, რომ სამსახურეობრივ მოვალეობას ვერ ვართმევდი თავს და პაციენტი მყავდა უკმაყოფილო. არამედ იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მაქვს”.

კაპანაძის განცხადებით, მაშინ როცა ის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს ”ქართული ოცნების” აქტიური წევრი არ იყო, მის შესახებ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ მას თბილისში, ”ქართული ოცნების” ოფისში სთხოვდნენ ჩასვლას: ”ჩემთან გასაუბრება უნდოდათ. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის იმ არასაიმედო ხალხისგან გახდა ცნობილი, რომლებიც ”ქართულ ოცნებაში” იყვნენ გაწევრიანებული”.

”უნიმედი სამცხეს” მენეჯერის ლალი ბალახაშვილის განცხდებით, კაპანაძის სასმახურიდან გათავისუფლების მიზეზი შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო: ”სხვა თანამშრომლებსაც შეუწყდათ ხელშეკრულებები და აღარ გავუგრძელეთ, თუმცა ეს იყო სხვა და სხვა დროს”.

კითხვებზე, რამდენი ექიმი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ან რა იყო იმის მიზეზი, რომ მათ შეწყვეტილი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ, ბალახაშვილმა გვიპასუხა: ”სხვა არაფრის თქმა აღარ მსურს”.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

”ქართული ოცნების” აქტივისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს
ახალციხის საავადმყოფოდან მედპერსონალი გაათავისუფლეს [Video]
სხვა კლინიკაში მუშაობის გამო ‘უნიმედი სამცხედან’ ქირურგი გაათავისუფლეს
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
რა კავშირშია ასპინძის რაგბის გუნდი “ქართულ ოცნებასთან”
ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს