FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.10.2014
დაგვიანებული ტენდერი საწვავის შესაძენად თუ ნაადრევად დაწყებული სიცივეები. ახალციხის ოთხ ბაღში ღუმელის ასანთებად შეშას მშობლები სახლიდან ეზიდებიან.

ახალციხეში ბაღების გასათბობად მშობლებს შეშა სახლიდან მიაქვთ

მეორე კვირაა ახალციხის მეორე საბავშვო ბაღში მშობლებს შეშა ჩანთებით მიაქვთ. ამბობენ, რომ ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობა ბაღებისთვის საწვავს შეიძენს, მანამდე ოთახებს სახლიდან წამოღებული შეშით გაათბობენ.

ახალციხეში 8 საბავშვო ბაღია, აქედან ოთხი ბუნებრივი აირით თბება, ოთხი: N1 საბავშვო ბაღი, N1 ბაგა–ბაღი, N2 ბაგა–ბაღი და N4 ბაგა ბაღი კი შეშით.

„ოთხ ბაღში ორი კვირაა გათბობა ჩართულია, დანარჩენ ბაღებს შარშანდელი ნაშთი აქვთ დარჩენილი და იმით თბებიან. რომელ ბაღსაც არ ჰქონდა, ეტყობა მშობლებთან ქონდათ ნათქვამი და იმარაგებენ. ეს არის ნებაყოფლობითი, დარწმუნებული ვარ არცერთი მენეჯერი არ ავალებს, გინდა თუ არა მოიტანეთო“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.
N2 ბაგა–ბაღის მსგავსად, საწვავი შეშის გარეშეა დარჩენილი N საბავშვო ბაღიც.

ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერში გასულ კვირას ინდ. მეწარმე ნუგზარ სანაგაძემ გაიმარჯვა. მერიამ საწვავის შესაძენად ტენდერი 10.000 ლარზე გამოაცხადა.

„დღეს 4 საათზე შემოიტანს შეშას იმ ბაღებისთვის, რომლებსაც ნაშთი ძალიან ცოტა აქვს და პრობლემურია. ხელშეკრულების მიხედვით, 10 ნოემბრამდე აქვთ ვადა სრულად მომარაგებისთვის. მეორე ბაგა– ბაღს და პირველ ბაგას აქვს ძალიან ცოტა რაოდენობა შეშის და დღეს მაგ ბაღებში შევიტანთ“, – ამბობს ნანა ბერიძე.

ახალციხის ბაღებში ჯამში სული 1300 აღსაზრდელია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში საწვავი შეშის შეტანა დაიწყეს
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
მეორე კვირაა ახალციხის პირველ საბავშვო ბაღს გათბობა არ აქვს
ახალციხის 8 ბაღიდან 4 ჯერ ისევ შეშით თბება
აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა
ახალციხის საბავშვო ბაღების უმრავლესობა შეშის ღუმელით თბება
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება