FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეს დამთვალიერებლები დილიდან სტუმრობენ

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 17.08.2012
ახალციხის ციხეს დასათვალიერებლად დილიდან უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობს. არიან როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმრები.

ახალციხის ციხეს დამთვალიერებლები დილიდან სტუმრობენ

ნიკა ხაჩიძე თბილისიდან მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა.

”აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან მომეწონა. რაბათი არის ის ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს და არა მარტო ქართველმა”, - ამბობს იგი.

ახალგახსნილი ციხის დასათვალიერებლად სპეციალურად ესტუმრა ახალციხეს ხათუნა ჯარიაშვილიც.

”ქალაქ რუსთავიდან ვართ, ბაკურიანში ვისვენებთ და სპეციალურად ჩამოვედი განახლებული რაბათის დასათვალიერებლად”, - ამბობს იგი.

ახალციხის ციხეს დღეს ის ადგილობრივებიც სტუმრობდნენ, ვინც საზეიმო გახსნას ვერ დაესწვრნენ.

”ვამაყობ, რომ ახალციხელი ვარ. სამწუხაროდ, გუშინ გახსნას ვერ დავესწარი და დღეს ამოვედი შვილიშვილებთან ერთად”, - გვითხრა ახალციხელმა გულიკო ტაბატაძემ.

თათია ქობალია ამერიკაში, ფლორიდის შტატში ცხოვრობს. იგი გახსნისთვის თბილისიდან ჩამოვიდა.

”ძალიან მოგვეწონა განახლებული ქალაქი. გუშინაც აქ ვიყავით, დავესწარით კონცერტს, მაგრამ მთლიანად ციხე ვერ დავათვალიერეთ და ამიტომ დღესაც ამოვედით. ყველაზე მეტად წყლის კასკადი მოგვეწონა, არაჩვეულებრივია. ახლა ვაპირებთ მუზეუმის დათვალიერებას, იმედია იქიდანაც ასეთი კმაყოფილები გამოვალთ”,- ამბობს იგი.

ახალციხის ციხეს დამთვალიერებლები დილიდან სტუმრობენ

ახალციხის ციხეს დამთვალიერებლები დილიდან სტუმრობენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება
ახალციხის ციხეში სახალხო სეირნობა დაიწყო
ახალციხის ციხეს საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრა
2018 წელს ‘ახალციხის ციხეს’ 152 752 ვიზიტორი ესტუმრა
„ახალციხის ციხეს“  გასულ  წელს 37 000–ზე მეტი უცხოელი ტურისტი ესტუმრა
“ახალციხის ციხეს“  2017 წელს 141 591 ვიზიტორი ჰყავდა
გასაიდუმლოებული ექსკურსიები ახალციხის ციხეში