FM97.5 / LIVE

მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა

მთავარი 23.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მუსლიმები მოხეში დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში აქციას მართავდნენ. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს,რომ ღამით აქციაზე დაახლოებით 300–მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი გუშინ, 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

"უკმაყოფილოები ვართ ჩვენი მთვარობის, მთელი ღამე აქ ვიყავით და ჩვენი თხოვნა არავინ გაითვალისწინა. უდანაშაულო ბავშვები დაიჭირეს, ორჯერ შევიდა სამმართველოში სასწრაფო და არავინ გვეუბნება როგორ არიან დაკავებულები", – ამბობს სოფელ საირმეს მკვიდრი მალხაზი მარკოიძე.

ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. მუსლიმები თბილისიდან და ბათუმიდან ადვოკატებსა და უფლებადამცველებს ელოდებიან.

"ვრჩებით აქ ვიდრე არ გამოუშვებენ იმ 14 უდანაშაულო ადამიანს. გარდა ამისა, ადიგენის ზედა ზონის სკოლებში პროტესტის ნიშნად მუსლიმი მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შედიან", – ამბობს სოფელ დერცელში მცხოვრები ზურა მიქელაძე.

"სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი იმყოფება სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან, როგორ განვითარდება მოვლენები მოგვიანებით გაცნობებთ.

შეგახსენებთ, მუსლიმებმა აქცია გუშინ ადიგენში გამართეს, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა ახალციხეში გადაინაცვლეს. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მოხეში სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს, ხოლო 3 პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში 22 ოქტომბერს დილიდან ხმაური იყო. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა.

მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რას ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს შენობასთან უკვე გაჩნდა აბრა, რომელიც იუწყება, რომ აქ კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. მეჩეთის შენობასთან უკვე დადგეს აბრაც, რაც აქ ბიბლიოთეკის მშენებლობაზე იუწყება.

[sknews.ge]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ