FM97.5 / LIVE

ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ

მთავარი 22.10.2014
ადიგენის მუსლიმური თემი ადიგენის რაიონული სამმართველოს შენობასთან აქციას მართავს. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ მუსლიმები უმიზეზოდ დააკავა.

„არ ვიცი ჩემი შვილი რატომ დააკავეს, არაფერს აშავებდა. ცალი ბოტასით ჩატენეს“, – ამბობს სოფელ აფიეთის მკვიდრი მიხეილ ირემაძე.
მისი თქმით, დაშავებული არიან ქალებიც და კაცებიც.

დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს სოფელ დერცელში მცხოვრები რევაზ ბერიძე. მისი თქმით, პოლიციამ მუსლიმებს, რომლების მოხეში მიმდინარე მოვლენებს მობილური ტელეფონებით იღებდნენ, ტელეფონები ჩამოართვა.

„ვინც შეეპასუხა წაიყვანეს. ერთ–ერთი დაკავებული ჩემი შვილია. როგორც ვიცით, ადიგენის პოლიციაში ჰყავთ, მოვითხოვთ გაათავისუფლონ დაკავებულები. მთელი გუბერნია და გამგეობა იქ იყო და ხედავდნენ რაც ხდებოდა. პოლიციელები მაშინ გაღიზიანდენენ, როცა ჩემმა შვილმა ტელეფონით გადაღება დაიწყო. ყველას დაუმტვრიეს ტელეფონი, ვინც იღებდა“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ მოხეში დღეს დილიდან ხმაურია. მუსლიმმა მოსახლეობამ ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გააპროტესტა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოყვა. ამ დროისთვის დაკავებულია 14 მუსლიმი.

მოხეში დაძაბულობა 18 ოქტომბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რას ძველი მეჩეთის შენობასთან ერთ–ერთი კომპანიის მუშები გამოჩნდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს. დღეს შენობასთან უკვე გაჩნდა აბრა, რომელიც იუწყება, რომ აქ კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა კეთდება. მუსლიმები მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ.

[თინათინ ზაზაძე, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმების აქციამ ახალციხეში, სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადება მოხეში მიმდინარე მოვლენებზე
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს