სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში 40 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა, რომელიც 91 ათასი ლარი დაჯდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision–ის თანადაფინანსებით აშენდა.

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ზარზმაში საბავშვო ბაღი დღეს, 17 ოქტომბერს გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლა სამიდან ექვს წლამდე ბავშვებს შეეძლებათ. ახლადაშენებულ ბაღში 8 თანამშრომელია დასაქმებული.

„27 ბავშვი უკვე გვყავს. ჯერ სოფელ ზარზმის მოსახლეობის განცხადებებს დავაკმაყოფილებთ და შემდეგ სხვა სოფლებიდანაც მივიღებთ პატარებს“, – ამბობს ზარზმის საბავშვო ბაღის მენეჯერი ლიანა გოგრიჭიანი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა 91 ათასი ლარი დაჯდა. აქედან 51 ათასი World Vision–მა დახარჯა, 40 ათასი კი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. ახლადაშენებული ბაღი ინვენტარითა და სათამაშოებით World Vision–მა აღჭურვა, რაშიც 13 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბაღის გახსნას მხარის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი და World Vision –ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 8 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს: ზარზმაში, ადიგენში, ბოლაჯურში, ორი ბაღი უდეში, ვარხანში, აბასთუმანსა და არალში.

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სოფელ წნისში საბავშვო ბაღი გაიხსნა
‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
მუსხში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ ფერსაში საბავშვო ბაღი გაიხსნა