FM97.5 / LIVE

ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ

მთავარისაზოგადოება » განათლება 17.10.2014
დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში თითქმის ერთი თვეა სასმელი წყლის მილია დაზიანებული რის გამოც მოსწავლეებს წყალი სახლიდან მიაქვთ. აღნიშნული პრობლემის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იციან, თუმცა დაზიანებული მილი ამდრომდე არ შეკეთებულა.

ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის პრობლემა მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან არსებობს. ბავშვები სასმელ წყალს სახლიდან ეზიდებიან.

ადიგენის საჯარო სკოლის ერთ–ერთი პირველკლასელის მშობელი, რომლის სახელს და გვარს რესპოდენტის თხოვნით არ ვასახელებთ ამბობს, რომ შვილს სასმელ წყალს ყოველ დღე სახლიდან ატანს.

„სკოლაში წელს მივიყვანეთ და მას შემდეგ წყალს ჩანთით ატარებს. სკოლის ეზოში წყალი საერთოდ არ არის, ბალონებით მოაქვთ საიდანღაც, ერთ ოთახში უდევთ გრაფინი და ერთი ჭიქა, ამ ერთი ჭიქით სვამს ყველა და ამიტომ მირჩევნია, რომ სახლიდან წაიღოს“, – ამბობს დაბა ადიგენის საჯარო სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის მშობელი და ამატებს, რომ აღნიშნულ სკოლაში პირველკლასელების უმეტესობა ასე იქცევა.

მისივე თქმით, სკოლა მათი სახლიდან მოშორებითაა და ბავშვს სკოლაში სიარული ხშირად ფეხითაც უწევს.

„გარდა ამისა ბავშვს ჩანთაში წიგნები და კომპიუტერიც უდევს, ამიტომ როცა სკოლაში ფეხით მიდის მეზობელ გოგონებს ვაყოლებ და მათ უწევთ ჩემი შვილის ჩანთის ტარება“, – ამბობს იგი.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 25 საჯარო სკოლაა, აქედან ერთი დაბაშია. არსებობს თუ არა სასმელი წყლის პრობლემა ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც რესურსენტრში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს ამის შესახებ თავად სკოლის დირექტორებს უნდა ვკითხოთ.

დაბა ადიგენის საჯარო სკოლაში, რომ წყლის სისტემა დაზიანებულია ამას სკოლის დირექტორიც გვიდასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბავშვებს სასმელი წყლის პრობლემა არ აქვთ, რადგან ადმინისტრაცია წყალს ახლომდებარე ონკანიდან ეზიდება.

„სასმელი წყლის მილი ეზოში შემოყვანილია, მაგრამ ძველი კორპუსის რეაბილიტაციის დროს მილი დაზიანდა და შესაკეთებელია. ახალი სასწავლო წელი, რომ დაიწყო ეს პრობლემა მაშინ გაჩნდა, მანამდე წყალი ჩვეულებრივად გრაფიკით მოდიოდა. გამგეობა დაგვპირდა, რომ დაზიანებულ მილს შეაკეთებენ“, – ამბობს დაბა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ბერიძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნული პრობლემის შესახებ იციან და ამბობენ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებიან.

„აღნიშნული პრობლემა ჩვენთვის ცნობილია, ადრე ჩამაყენეს საქმის კურსში. ამისთვის კომისიაც გამოვყე და საქმე შესწავლილია. მოგეხსენებათ, რომ სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ჩვენი ქონება არ არის, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით როდის, მაგრამ კანონისა და ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში რისი შესაძლებლობაც გვექნება აუცილებლად დავეხმარებით“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სკოლა წყლის გარეშე
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ადიგენის მერია  ჩორჩნის სკოლის ეზოში გამავალ არხს მოაწესრიგებს
ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია

ორ კვირაზე მეტია ვარხნის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება