FM97.5 / LIVE

ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება

მთავარისაზოგადოება 15.10.2014
17–დან 19 ოქტომბრამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურის სამსახურისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებათა ციკლი „აფხაზეთის დღეები“ გაიმართება.

ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება

17 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, ბორჯომის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, გარბენი, მხიარული სტარტები და მშვილდოსნობა გაიმართება.

ბორჯომში ‘აფხაზეთის დღეები’ გაიმართება 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბორჯომის სამუსიკო სკოლაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდებიან. ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორია“.

ამავე დღეს, გამოვლინდებიან გამარჯვებულები თემების კონკურსში. თავისუფალი თემაა: „ზღვა, რომელიც შორია“. 5 მონაწილე სიგელებითა და სასაჩუქრე წიგნებით დაჯილდოვდება.

ღონისძიების ბოლოს მოეწყობა აფხაზეთის თემაზე გამოცემული რარიტეტული წიგნების, ასევე აფხაზეთის ენისა და ისტორიის კვლევის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა, ნაჩვენები იქნება 15–წუთიანი დოკუმენტური ფილმი აფხაზეთის შესახებ.

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. მოეწყობა ფოტოების გამოფენა „ჩვენი აფხაზეთი“.

16:00 საათზე დაგეგმილია სპექტაკლის ჩვენება, სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობების მონაწილეობით. ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ჰელადოსი“.

[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „აფხაზეთის დღეები“ იწყება
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
ბორჯომში სახელობითი დღესასწაულისთვის ემზადებიან
25 აგვისტოს ბორჯომში  სახალხო დღესასწაული 'ბორჯომობა – 2018' გაიმართება
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა