FM97.5 / LIVE

ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

მთავარიეკონომიკა 13.10.2014
ახალციხეში ქუჩების მოასფალტება დაიწყო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი კომპანია აწარმოებს. სამუშაოების ნაწილი 15 ნოემბრამდე დასრულდება, ნაწილი კი მომავალ წელს.

ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვარძიისა და თამარაშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „კენტავრი და კომპანია“ ასრულებს. კომპანია ვარძიის შიდა ქუჩებზე, ე.წ. „ტრი დომიკების“ მიმდებარე ტერიტორიასა და მიმდებარე ქუჩებზე აგებს ასფალტს. ასფალტი უნდა დააგოს თამარაშვილის ქუჩაზეც, ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომპანიამ სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო და 40 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. თუმცა, დირექტორის ნუგზარ მაისურაძის განმარტებით, სამუშაოების სირთულის გამო, ვადების გადაწევა მოუწევს და ამისთვის ახალციხის მერიას უკვე მიმართა: „იმდენად არასტანდარტულად არის სანიაღვრე, საკანალიზაციო და სასმელი წყლის მილები, რომ ხელით გვიწევს მუშაობა, რათა არ დავაზიანოთ“.
ვარძიის ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებასაც ითხოვს.

„წელიწადზე მეტია დავდივართ და ვითხოვთ გზაზე ასფალტის დაგებას. მადლობლები ვართ, რომ გვიკეთებენ, მაგრამ ამ პროექტში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. საკანალიზაციო სისტემაა შესაცვლელი, წყალმომარაგების კომპანიას ვთხოვეთ და მილები მოგვცეს, მუშა ხელით კი ვერ დაგვეხმარნენ, სამუშაოებს სპეციალისტი სჭირდება, ამიტომ, კიდევ უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმარონ. გვინდა ასფალტი გვერდებზეც დააგონ“, – ამბობს ვარძიის ქუჩის მცხოვრები ნანა ჩიტაძე.

სამშენებლო კომპანიის დირექტორი ნუგზარ მაისურაძე ამბობს, რომ რაც სატენდერო წინადადებაში არ დევს, იმას ვერ გააკეთებს: „ვერ დავაგებთ გვერდებზე, სატენდერო წინადადებაში არ არის“.

9 აპრილის ქუჩაზე კორპუსებთან მოასფალტების სამუშაოებს შპს „არალი“ აწარმოებს. კომპანიამ ჯამში 260.000–მდე ლარი უნდა დახარჯოს.

„ვცდილობთ მოსახლეობის სურვილები გავითვალისწინოთ და შეთანხმებულად ვმუშაობთ მერიასთან. ამ ეტაპზე ბორდიულების ვაკეთებთ. ზეგიდან ასფალტის დაგებას დავიწყებთ“, – ამბობს მშენებლობის მენეჯერი ავთო თათეშვილი.

გვარამაძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს „მესხეთი ავტოგზა“ ასრულებს. სამუშაოებისთვის 173.245 ლარია გამოყოფილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 13 ოქტომბერს ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ მოინახულა და აღნიშნა, რომ კომპანიები სწრაფი ტემპით მუშაობენ.

გვარამაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოიყო. თამარაშვილის, ვარძიის ქუჩისა და 9 აპრილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

როგორც გიორგი კოპაძე განმარტავს, უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება ზარზმელისა და გვარამაძის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციისთვის.

ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაციისთვის და გვარამაძის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაციისთვის თანხას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს. ორივე პროექტი წელს დაიწყება და მომავალი წლისთვის დასრულდება.

ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 მინი სტადიონსაც.

„კმაყოფილი ვარ, მოსახლეობა აღარ ივლის ტალახში და ეზოები მოპირკეთდება“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დასრულებული და დაწუნებული პროექტები ახალციხეში
ახალციხეში ინფრასტრუქტურული პროექტები ჯერ არ დაწყებულა
ახალციხეში გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ახალციხის მერია ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება