FM97.5 / LIVE

იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 16.08.2012
ახალციხის ციხის გახსნასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივების მიერ შესრულებუული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები

სათემო კავშირმა ”ღრელმა” თექის ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვისთვის მზადება დღის თორმეტი საათიდან დაიწყო.

- ”სამი საათია აქ ვართ, გამოფენილი გვაქვს თექაზე ნამუშევრები, მაგრამ ჯერ არაფერი გაყიდულა”, -ამბობს სათემო კავშირის ხელმძღვანელი მანანა იაძე.

იაძის მსგავსად მყიდველს მთელი დღის განმავლობაში ელოდა მაია მაისურაძეც. მან გამოფენაზე ბისრებისგან დამზადებული ნამუშევრები გამოიტანა.

მათგან განსხვავებით, ხეზე ნამუშევარი ნივთები მხოლოდ დასათვალიერებლად გამოიტანა ალფეზ გაბაშვილმა.

- ”თითო ნივთის დამზადებას ერთი თვე მაინც სჭირდება, ამიტომ გაყიდვისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. წარმოდგენილი მაქვს კაკლის, პანტის,თუთის,წიფელის ხისგან დამზადებული დოქები, ვაზები და სხვადასხვა ნივთები”, - გვითხრა მან.

გამოფენაში ახალციხის სამხატვრო სკოლაც მონაწილეობდა. მათ რამდენიმე ნამუშევარი გაყიდეს. სამხატვრო სკოლამ კერამიკის, ვიტრაჟული მინისა და ხის ნამუშევრები გამოფინა. გარდა ამისა, წარმოდგენილი ჰქონდათ ახალციხის ციხის ხედებით მოხატული ჭიქები.

სპეციალურად გამოფენისთვის ჩამოვიდა სოფელ მუსხში მცხოვრები 79 წლის მარიამ ჟუჟუნაძეც. ”მან სტუმრებისთვის საკუთარი ხელით მოქსოვილი ხალიჩა-ფარდაგები გამოფინა.

იმის გამო, რომ ახალციხის ციხიდან მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე დამთვალიერებლისა და მყიდველის სიმცირე იყო, გამოფენა დაგეგმილზე ადრე, საღამოს 20:00 საათზე დასრულდა.

- ”ალბათ არ იყო ყველაფერი სწორად გათვლილი. არცერთი ნივთი არ გაყიდულა”, - გვითხრა მარინა ვახტანგიშვილმა, რომელსაც თექის ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი.

უკმაყოფილება ვერ დაფარა სამხატრო სკოლის დირექტორმა ნანა ნათენაძემ: ”არაჩვეულებრივი გამოფენა მოეწყო. ამ დღითვის ყველა ხელოვანი განსაკუთრებით ვემზადებოდით. აღმოჩნდა, რომ არა თუ ტურისტი ადგილობრივებიც კი არ მოვიდნენ. აბსოლუტურად იზოლირებულები ვიყავით. მთავარი ის არ არის რა გაიყიდა. ხელოვნება გვინდოდა გვეჩვენებინა ხალხისთვის და ამიტომ უფრო დაგვწყდა გული”.

- ”ჩვენ შეთავაზებაზე, რომ გამოფნა რაბათის ტერიტორიაზე მოგვეწყო, უარი მივიღეთ, თუმცა ტკბილეულის და ბურთებით მოვაჭრეებისთვის უარი არ უთქვამთ. ეს იყო ხალხური რეწვის ოსტატების იგნორირება. ჩვენ გვინდოდა, რომ სტუმრებს ენახათ ჩვენი კუთხის ხელოვნება”, - გვითხრა ალფეზ გაბაშვილმა.

კლიენტების სიმცირეს უჩიოდნენ სადგურის მომდებარე ტერიტორიაზე მდგარი ცივი სასმელები გამყიდველებიც.

- ”სამწუხაროდ ძალიან ცოტა ხალხია. ამ ტერიტორიაზე გზა ჩაკეტილია და ჩვენამდე მოსვლას ვერ ახერხებენ, თუმცა წასვლას არ ვაპირებთ, ვიმედოვნებთ რომ საღამოს გზა გაიხსნება და მყიდველიც გამოჩნდება”, - გვითხრეს ცივი სასმელების გამყიდველებმა.

იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები

იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები

იზოლირებული გამოფენა და უკმაყოფილო რეწვის ოსტატები

[img]http://sknews.ge/uploads/posts/2012-08/1345136838_03.jpg[/im

[img]http://sknews.ge/uploads/posts/2012-08/1345136876_gamocdebi_01.jpg[/img]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა ახალციხის ციხეზე [ფოტო]
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
საშობაო გამოფენა სამხატვრო სკოლაში
ახალციხეში ნახატები  და ხალხური რეწვის ნიმუშები გამოფინეს
საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
საუკუნოვანი და ახალი ნამუშევრების გამოფენა