"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა

მთავარისაზოგადოება 10.10.2014
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზი ბორჯომის გარდა ყველა მუნიციპალიტეტშია გავრცელებული. მათ შორის, დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ადამიანებშიც და საქონელშიც, ასპინძაშია დაფიქსირებული.

სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა


სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანია დაავადებული. მათ შორის ასპინძაში 41, ახალციხეში 6 და ადიგენში 4; ბრუცელოზი ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ადამიანებში დაფიქსირებული არ არის.

რაც შეეხება საქონელს, რეგიონში 2014 წელს ბრუცელოზზე გამოსაკვლევად 7.198 მსხვილფეხა პირუტყვის და 191 წვრილფეხა პირუტყვის სისხლის სინჯი აიღეს, მათ შორის დადებითი პასუხი 203 სულზე დაფიქსირდა. აქედან ასპინძაში - 124, ახალქალაქში - 1, ნინოწმინდაში - 35, ახალციხეში - 35, ადიგენში - 8. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში დვირსა და ტაბაწყურში 668 სისხლის სინჯიდან ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე არცერთი აღმოჩნდა.

ბრუცელოზი ადამიანებში ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლებში: ანში, ელიაწმინდასა და ჭვინთაში დაფიქსირდა; ადიგენში – სოფელ უდეში, ასპინძაში კი ოშორაში, რუსთავსა და იდუმალაში.

ასპინძაში დაავადებული 124 სული პირუტყვიდან 93 ცხოველი სასაკლაოზე, ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკლა. ყველა დაავადებული პირუტყვი გაიყვანეს ახალციხის სოფლებიდან - ანი, ელიაწმინდა და წირა. ადიგენში ამ დროისთვის საინტარული წესით დაიკლა მხოლოდ ორი სული.

„ბრუცელოზზე სისხლის შეგროვება მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს დღემდე და გაგარძელდება წლის ბოლომდე, შედგენილია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის შეგროვებას ბრუცელოზის მიმართ მაღალი რისკის ზონებში“, - ამბობენ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურში.

{თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

19.04.2017 ‘ნებისმიერი სისტემა, რომელიც იმუქრება, ეფექტური არ არის’ – ჯეჯელავა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2017 პარლამენტმა ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

21.04.2017 როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება

21.04.2017 საქონლის სადგომად ქცეული მარნები [Photo]

21.04.2017 დღეს პარლამენტი 'საგზაო მოძრაობის შესახებ' საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას დაასრულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზი მძვინვარებს
ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა
შემოწმდება თუ არა საქონელი ბრუცელოზზე სოფელ ანში
სოფელ ანში ბრუცელოზი კიდევ შვიდ ძროხას აღმოაჩნდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს