FM97.5 / LIVE

სახიფათო გზა სახლიდან სკოლამდე - მოსწავლეებს ტრანსპორტით მომსახურება შეუწყდათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება შეუწყდათ და ტყით დაფარულ გზას ფეხით გადიან. საფრთხე მოსწავლეებისთვის, რომელიც გაუთვალისწინებელი დარჩა;

სახიფათო გზა სახლიდან სკოლამდე - მოსწავლეებს ტრანსპორტით მომსახურება შეუწყდათ

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც სასწავლებალად მეზობელი სოფლის, ჭელის საჯარო სკოლაში დადიან, გაკვეთილებს ერთი კვირის განმავლობაში აცდენდნენ. ასე მათ სასკოლო ტრანსპორტის მომსახურების შეწყვეტის გამო პროტესტის გამოხატვა სცადეს.

„ერთი კვირა არ გავუშვით ბავშვები სკოლაში, მაგრამ რა, მაინც არაფერი შეცვლილა. მივედით დირექტორთან, პროტესტიც გამოვხატეთ და არაფერი გვეშველა. უსწავლელებს ხომ არ დავტოვებთ ბავშვებს?! ამიტომ ახლა სკოლაში ფეხით დადიან“, - ამბობს საირმეში მცხოვრები ვახტანგ მარკოიძე.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ სირთულეს სახლიდან სკოლამდე გასავლელი დიდი მანძილი ქმნის, რასაც მძიმე წიგნები კიდევ უფრო ართულებს, ბავშვებს ტყის გავლა უხდებათ და ეს განსაკუთრებით სახიფათოა: „ორი წელი ტრანსპორტით დაჰყავდათ ბავშვები და მოულოდნელად შეწყვიტეს მომსახურება. ვიდრე განათლების სამინისტრო ამ მომსახურებას დანიშნავდა, ბავშვებს ტყემდე ვაცილებდით და ახლაც ასე მოგვიწევს“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში მცხოვრები მოსწავლეები მეოთხე კლასის შემდეგ სასწავლებელად სოფელ ჭელის საჯარო სკოლაში გადადიან. საირმეში საჯარო სკოლა არ არის. ჭელის სკოლაში ამ დროისთვის 39 მოსწავლე სწავლობს, მათგან სოფელ საირმიდან ხუთია.

ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ გზა უსაფრთხო არ არის, თუმცა, აცხადებს, რომ ტრანსპორტის მომსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას არ მიუღია.

„განათლების სამინისტრო აცხადებს ტენდერს მოსწავლეების მომსახურებისთვის. ორი წელი ტრანსპორტი დადიოდა, მაგრამ ახლა სამინისტრომ კრიტერიუმები შეცვალა. ტრანპსპორტი იმ შემთხვევაში ინიშინება, თუ სოფლიდან სკოლამდე გზა 2 კილომეტრი და მეტია“, - გვიხსნის ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ჩიხლაძე.

მისი თქმით, საირმედან ჭელამდე გზა კილომეტრნახევარია, ამიტომ ეს მოცემულობა სამინისტროს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და სოფელი სასკოლო ტრანსპორტის მომსახურების გარეშე დარჩა.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მინისტრის ბრძანებით შეიქმნა მუდმივმოქმედი კომისია, რომელმაც შეიმუშავა სავალდებულო და დამატებითი კრიტერიუმები ქვეპროგრამაში ჩართვის სურვილის მქონე სკოლებისთვის. შესაბამისად, დასახლებული პუნქტიდან სკოლამდე მანძილი განისაზღვრა არანაკლებ ორი კილომეტრისა. თუმცა, აქვე განმარტავენ, რომ დაიშვა გამონაკლისებიც, მაგალთად იქ სადაც გადაადგილება მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია, გზა გადის დაუსახლებელ და ტყიან ტერიტორიაზე, ცენტრალური მაგისტრალის ან რკინიგზის გასწვრივ და არის მტაცებელი ცხოველების საშიშროება, მაშინ განსაზღვრული კრიტერიუმი არ მოქმედებს.

„სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ტრანსპორტირების საჭიროების მქონე სკოლების შესახებ იღებს ყოველი სემესტრის დასაწყისში, შესაბამისად სამინისტრო ეყრდნობა საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გადმოგზავნილ ინფორმაციას, საირმედან- ჭელის საჯარო სკოლა ამ მონაცემებში არ არის“, - განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ განათლების სამინისტროში.

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების განსაზღვრა სკოლებს დაავალეს. სამინისტროში კი ის მონაცემები გადაგზავნეს, რაც სკოლის დირექტორებმა მიაწოდეს.

„დირექტორის მოწოდებულ ინფორმაციაზე მე პასუხისმგებელი ვერ გავხდები. სკოლის დირექტორი რასაც გვაწვდის ჩვენ ვაწვდით სამინიტროს და ამაში ჩარევის უფლება არ გვაქვს“, - ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი შორენა ჭიტაძე.

ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი კი ირწმუნება, რომ რესურსცენტრს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გზა საირმედან ჭელამდე ნამდვილად ტყიანია: „ბავშვებმა ტყე რომ უნდა გმაოიარონ ამის შესახებ ნამდვილად იცვიან. ეს გზა მოსწავლეებისთვის სახიფათოა“.

რამდენად რეალურად აისახა სკოლიდან რესურსცენტრის გავლით სამინისტროში გადაგზავნილ დოკუმენტში სახიფათო გზის შესახებ ინფორმაცია უცნობია. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საირმე-ჭელის გზის მონაკვეთის დაფინანსება შეუძლებელია და აქ ხელახლა სასკოლო ტრანსპორტის მომსახურების აღდგენა შესაძლებელი მხოლოდ 2014-2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, რესურსცენტრიდან მიღებული შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე იქნება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
ახალციხის საჯარო და კერძო სკოლებში 330 პირველკლასელი დარეგისტრირდა
რატომ ვერ მიიღო ახალციხეში 31–მა მოსწავლემ კომპიუტერი
კუმურდოს სკოლის  მოსწავლეები დირექტორს დაუპირისპირდნენ
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ
ბრძოლა მოსწავლეებისთვის