FM97.5 / LIVE

პოლონეთის ჯილდო „სამხრეთის კარიბჭეს“

მთავარისაზოგადოება 08.10.2014
პოლონურმა ფონდმა „ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი“ საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებები დააჯილდოვა. საუკეთესო სტატიისთვის პირველი ადგილი „სამხრეთის კარიბჭეს“ ერგო.

პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“

პოლონური ფონდი "ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი" საქართველოში პარტნიორ ორგანიზაცია "კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრთან" თანამშრომლობით, 2007 წლიდან საქართველოს რეგიონული გაზეთებისთვის ახორციელებდა პროექტს, რომლის მიზანიც რეგიონული მედიის განვითარება იყო.

პროექტის დასასრულს ფონდმა პროექტში ჩართული მედიასაშუალებებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი 4 ნომინაციაში იყო: საუკეთესო სტატია, ფოტო და ვიდეომასალა ვებგვერდზე და საუკეთესო ვებგვერდი.

ნომინაციაში „საუკეთესო ტექსტი“ „სამხრეთის კარიბჭეს“ პირველი ადგილი ერგო, სტატიისთვის – „პატარები ბაღის, პედაგოგები კი ხელფასის გარეშე“. სტატია 2014 წლის 1 ივლისს ახალციხის საბავშვო ბაღებში მოულოდნელად შეწყვეტილ სწავლას ეხება. სტატიაში საუბარია იმ მიზეზეზე, რის გამოც 1600 პატარა ბაღის, 300–მდე თანამშრომელი კი ხელფასის გარეშე დარჩა. პოლონურმა ფონდმა „სამხრეთის კარიბჭე“ დიპლომითა და ლეპტოპით დააჯილდოვა.

პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“ ამავე კატეგორიაში, კარგი ტექსტისთვის სერტიფიკატი და პლანშეტი ერგო გამოცემას „მათავარი თემა სამეგრელოში“. გამოცემამ ჯილდო მიიღო სტატიისთვის – “ვინ აგებს პასუხს ბაზარში გაყიდულ თევზზე?”

საუკეთესო ფოტოსთვის დიპლომი და ლეპტოპი მიიღო გამოცემამ „გურია ნიუსი“, ფოტორეპორტაჟისთვის – „შვიდი ოჯახი ერთ “ჭერქვეშ“; სერტიფიკატი და ფოტოაპარატი ერგო „ჩემ ხარაგაულს“, ფოტოსურათისთვის – „მონაზვნები ტელეფონით“;

საუკეთესო ვიდეომასალისთვის დიპლომი და ლეპტოპი მიიღო კახეთში გამომავალმა გაზეთმა „კახეთის ხმა“, მასალისთვის – „დაბინძურებული გარემო მოსახლეობას საფრთხეს უქმნის“; ამავე კატეგორიაში სერტიფიკატითა და ფოტოაპარტით დაჯილდოვდა შიდა ქართლის საინფორმაციო სააგენტო „ქართლის ხმა“. მოწონება დაიმსახურა მასალამ – „ბიზნესმენის აგარაკზე ჩინოვნიკების ქეიფი და პროტესტი გზაზე“;

პოლონეთის ჯილდო  „სამხრეთის კარიბჭეს“ „საუკეთესო ვებგვერდის“ კატეგორიაში ლეპტოპი ერგო ტყიბულის საინფორმაციო სააგენტოს: „ოკრიბანიუსი“, okribanews.media-d.com . ამავე ნომინაციაში, გვერდის გამორჩეული ინტერაქტიულობისთვის პლანშეტი მიიღო ქუთაისის მედიასაშუალებამ PSnews.ge. ასევე პლანშეტი მიიღო „გურიის მოამბემ“ ვებგვერდზე განხილული თემების გამორჩეული ადგილობრივი ხასიათისთვის;
გამოცემა „ზუგდიდელებს“ კი ერთი წლის ინტერნეტ პაკეტი ერგო, გაზეთის ვებგვერდის დაარსებასთან დაკავშირებული გამოწვევების შედეგიანად დაძლევისთვის;

გარდა ამ ჯილდოების, სპეციალური ჯილდო, პოლონეთში სასწავლო ტური ერგოთ გამოცემებს: „ოკრიბა ნიუსი“, „მთავარი თემა სამეგრელოში“, „სპექტრი“, „ჩემი ხარაგაული“ და „სამხრეთის კარიბჭე“.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ, 7 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო "კოპეში" შედგა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
პოლონეთის ფონდი კონკურსის გამარჯვებულ რეგიონული მედიასაშაუალებებს გამოავლენს
პოლონური ფონდი რეგიონულ მედიასაშუალებებს დააჯილდოებს
'სამხრეთის კარიბჭეს' სტატიამ ქარტიის პრიზი მიიღო
სამცხე–ჯავახეთში სამმა პედაგოგმა წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო  მიიღო
'სამხრეთის კარიბჭეს' ფოტომ ევროკავშირის პრიზი მიიღო [Photo]
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს