FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა

მთავარისაზოგადოება 16.08.2012
ციხის დათვალიერების შემდეგ ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა.

ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა

მან საუბარი ოლიმპიადის თემით დაიწყო. ოლიმპიურ ჩემპიონსა და ვერცხლის მედალოსანს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველომ აიღო უფრო მეტი მედალი ვიდრე ინდოეთმა და ბელგიამ, რომელიც ძალიან მდიდარი ქვეყანაა.

ახალციხის ციხეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმშენებლობის გვირგვინი უწოდა.

- ”ჩვენ აღმშენებლობა სიღნაღში ვისწავლეთ. შეიძლება შეცდომები დავუშვით, მაგრამ ვისწავლეთ და საბოლოო ჯამში ჩვენ ავაშენეთ რაბათი, რომელიც არის გვირგვინი აღმშენებლობის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან შოთა რუსთაველის სიტყვები მოიშველია და განაცხადა, რომ "შეიძლება ეს იყო ის ციხე, სადაც იჯდა მეფე როსტევანი, მაგრამ ამ ციხეში ნამდვილად არ იქნებოდა დატყვევებული ნესტან-დარეჯანი".

- ”ეს არის უნიკალური ადგილი საქართველოსთვის, ეს არის აღმშენებლობის სიმბოლო. აქ აღდგა მე-9 საუკუნის ეკლესაიც, სადაც დღეს პირველი წირვა-ლოცვა გაიმართა”, - განაცხადა პრეზიდენტმა და შემდეგ დაგეგმილ მშენებლობებზე, სვანეთში, თუშეთში, კახეთში და გორში აღსადგენ ობიექტებზე ისაუბრა.

აქვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მალე დაიწყება ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობაც: ”საქართველოში შენდება ახალი ქალაქები. ბათუმი არის ახალი ქალაქი, თელავი სტიქიის შემდეგ ასევე ახალი ქალაქი იქნება. ახალციხე არის არამხოლოდ ახალი ციხე, არამედ ახალი ქალაქი. აქ წელიწადში 100 ადამიანი თუ ამოდიოდა, ახლა 100 000 ადამიანი მოვა და ფულს დატოპვებს ადგილობრივების კაფეებში და რესტორნებში”.

პრეზიდენტის განცხადებით, ახალციხის ციხის აღდგენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ინიციატივა იყო, რომელიც წარმოშობით მესხეთიდანაა. პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტმა გორის ციხის აღდგენის დავალება მისცა.

- ”ჩემი ბაბუა მიხეილ სააკაშვილი წარმოშობით გორიდანაა და ასეთივე ციხე მინდა გორში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოსვლისას პრეზიდენტმა კიდევ ერთი იდეა გაახმოვანა.

”ლაზიკაში ბანას მსგავსი ტაძარი უნდა აშენდეს”, - მიმართა მან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსს მეუფე თეოდორეს.

[sknews.ge]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ რურუა - ”საქართველომ და მესხეთმა ახალი ქალაქი შეიძინა”
ახალციხის ციხეში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ
სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტმა მერაბიშვილების სახლი დატოვა
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა
ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'